FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

Renault სამომავლო გეგმებზე..

Renault - დანიელ რიკიარდო

Renault -სთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია, რადგან დანიელ რიკარდო გუნდს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს და ჯერ კიდევ უცნობი რჩება, თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი..

სირილ აბიტებულმა ამ თემასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ სეზონის დაწყებას.. წელს მხოლოდ და მხოლოდ ზამთრის ტესტების ჩატარება მოვახერხეთ..

დიახ, გეთანხმებით რომ კარგი სისწრაფე გვქონდა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ ტესტები იყო.

აუცილებელია სწორი დასკვნები გამოვიტანოთ, რის შემდეგაც გადავწყვეტთ თუ რა გვაქვს გასაუმჯობესებელი.

მრბოლელებთან დაკავშირებით, ახლა რაიმეს თქმა ძალიან გამიჭირდება..

ჩვენ ყველაფრის კარგად აწონ დაწოვნა მოგვიწევს.. ფაქტია, ვინც ჩვენთან 2021 წელს მოვა, ის მრბოლელი გუნდში 2022 წლის სეზონშიც დარჩება, როდესაც ძალაში ახალი რეგლამენტი შევა.

ადგილების შეცვლის პირველმა ტალღამ უკვე ჩაიარა.. ჩვენ დაველოდებით სიტუაციას და მოქმედებაზე მეორე ტალღის დროს გადავალთ.”

(ნანახია : 43 )
0 0 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x