FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

Mercedes -ი Daimler Aston Martin -ად გადაკეთდება

ტოტო ვოლფი - ლოურენს სტროლი

ყველაფერი ისე ვითარდება, რომ Mercedes დღევანდელი მოცემულობით Formula 1-ში ბოლო სეზონს ატარებს.

აგრეთვე ეს სეზონი ტოტო ვოლფისთვის გუნდის ხელმძღვანელის რანგში უკანასკნელი გახდება.

Motorsport-Total -ის მტკიცებით, რომელიც ინფორმაციას Mercedes -ის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, ტოტო დატოვებს ხელძღვანელის პოსტს, თუმცა დამკვირვებელთა საბჭოში დაიკავებს საკუთარ ადგილს და ბუნებრივია გუნდის 30 %-იან წილსაც შეინარჩუნებს.

დანარჩენი 70%-ი დიდი ალბათობი ლოურენს სტროლის ხელში გადავა, რომელიც Aston Martin -ის ახალი მფლობელია.

საგულისხმოა, რომ Formula 1-ს გუნდის აქციებისთვის სტროლი მზად არის Aston Martin -ის აქციების პაკეტი გაიღოს. შესაბამისად, კომპანია Daimler, რომელსაც Mercedes -ის ბრენდი აქვს, ხელში ჩაიგდებს ბრიტანულ სუპერქარების მწარმოებელ კომპანიას.

მოსალოდნელია, რომ Formula 1-ს ახალი გუნდი, რომელიც Mercedes -ის ბაზაზე იქნება დაფუძნებული, ახალ სახელს მიიღებს – Diamler Aston Martin და მასსზე კონტროლი ვოლფის და სტროლის ხელში იქნება.

რაც შეეხება Racing Point -ს, ის დიდი ალბათობით აუქციონის პრინციპით გაიყიდება. საინტერესოა ასევე ლენს სტროლს რა ბედი ეწევა.. გახდება თუ არა ლუის ჰემილტონის თანაგუნდელი?

აქვე უნდა ვთქვათ, რომ 1 აგვისტოს Aston Martin -ის გენერალური დირექტორი ტობიას მიორსი გახდება, რომელიც დღეისათვის Mercedes AMG -ს უდგას სათავეში. გარკვეულწილად, ეს გადანაცვლებები ადასტურებს ზემოთხსენებულ ცნობებს.

(ნანახია : 180 )
5 1 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x