FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

GOODYEAR:”წარმატების ისტორია”

GOODYEAR

მართალია ფორმულა 1 -ში GOODYEAR-ის საბურავები უკვე 20 წელზე მეტია რაც აღარ გამოიყენება, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ყველაზე წარმატებულ ბრენდად რჩება!

სახუმარო ციფრები არ არის, როდესაც შენი საბურავებით სხვადასხვა გუნდმა და მათმა მრბოლელებმა 368 რბოლის მოგება და 358 პოულის მოპოვება მოახერხეს!

ყველაზე უცნაური კი ის ფაქტია, რომ GOODYEAR-ი ფორმულა 1 -ის დაწყებიდან 15 წელიწადში გამოჩნდა.

მეორეს მხრივ, რომ შევხედოთ სწორედ ეს ბრენდია ავტო სპორტთან ყველაზე მჭიდროდ მდგომი და თუ რატომ, ამას ახლავე გიამბობთ..

ყველაფერი კი 1898 წელს დაიწყო, როდესაც ქალაქ აკრონიდან, ოჰაიოს შტატიდან ერთი მეწარმე ფრენკ სეიბერლინგი თავის ძმასთან ჩარლზთან ერთად კარდონის ფაბრიკას იფორმებს.

შესაძლოა იფიქროთ, რომ ეს სწორი კაპიტალ დაბანდება გახლდათ, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ გამოიყურებოდა.

რეალურად კი ეს ფაბრიკა წლების მანძილზე იყო მიგდებული და არავის აინტერესებდა.

სეიბერლინგისთვის გადამწყვეტი მისი ფასი და 7 აკრი მიწა გახდა, რომელიც სულ რაღაც 13 500 დოლარი ღირდა..

სულ რაღაც კი ჟღერს, თითქოს მისთვის ეს მართლაც “სულ რაღაც” იყო, მაგრამ მისდა სამწუხაროდ 1893 წლის კრიზისის შემდეგ მას საჭირო სახსრები აღარ გააჩნდა..

ის კი არა პირველი შენატანი 3500 დოლარიც ნათესავისგან – ლუსიუს მაილზისგან ისესხა..

საბოლოო ჯამში სეიბერლინგმა ამ ფაბრიკაში რეზინის წარმოებას შეუდგა..

პერიოდიც იდეალურად შეარჩია, რადგან იმ პერიოდში მსოფლიოში ველოსიპედების ნამდვილი ბუმი იყო!

თან რამდენიმე წლით ადრე როგორც იქნა მისთვის საჭირო კონსტურქციაც გამოჩნდა გასაბერი საბურავების სახით.

ამ ახლად შექმნილ კომპანიას, სწორედაც რომ ველოსიპედების საბურავები უნდა ეწარმოებინა.. სეიბერლინგმა მრავალ ტანჯვა გამოვლილი Charles Goodyear-ის საპატივცემლოდ კომპანიას The Goodyear Tire & Rubber Company-ი დაარქვა.

კომპანია მხოლოდ ველოსიპედის ხაზით არ დაკავდა და სხვადასხვა მიმართულებით დაიწყო პროდუქტის მომზადება.

თუმცა, გადამწყვეტი 1989 წელი აღმოჩნდა, როდესაც ხელმძღვანელობამ ავტოინდუსტრიაში შესვლა გადაწყვიტა.

ავტომობილებისთვის საბურავების წარმოების დაწყება იყო სწორი არჩევანი და თან, ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ პირველი შეთავაზება საიბერლინგმა არც მეტი არც ნაკლები ჰენრი ფორდს შეთავაზა სპორტული ავტომობილისთვის!

ფორდი დათანხმდა და რბოლაც მოიგო! სწორედ ასე მოხვდა Goodyear -ი ბაზარზე, რომელსაც სულ მალე დაიპყრობს და უკონკურენტო გახდება.

არაფერი გასაკვირი არ იყო იმ ფაქტში, როდესაც ჰენრი ფორდმა Ford T-ის წარმოება დაიწყო და თითოეულ ავტომობილზე Goodyear -ის საბურავებს აყენებდნენ.

გაფორმებულმა კონტრაქტმა Goodyear -ი მსოფლიო ბაზრის ლიდერად აქცია. თუმცა, ეს ყოველივე რეალური სწორედ საიბერლინგის გამოგონებამ აქცია!

სწორედ მისი იდეით დაპროექტდა და აღსრულდა მსოფლიოში პირველი მანქანა რომელიც საბურავებს ამზადებდა. მისი დახმარებით ერთ ადამიანს 10 საათში 60 საბურავის გამოშვება შეეძლო.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს კომპანიაზე, რომელიც ერთ სფეროში მიღწეულ წარმატებაზე არ ჩერდებოდა..

პარალელურად გრძელდებოდა ველოსიპედების ხაზზე მუშაობა, რასაც მალე უფრო მაშტაბური პროექტები დაემატა, ისეთები როგორებიცაა აეროსტატის წარმოება..

დღეისათვის Goodyear -ის წარწერით აეროსტატი სარეკლამო ინდუსტრიაში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი რამ არის.

1913 წელს Goodyear -ის საბურავები პირველად გამოჩნდა Indy 500-ს რბოლებში. 1914 წელს უკვე ყველა ავტომობილს, რომელიც სტარტზე იდგა მხოლოდ ეს საბურავი ქონდა.

1921 წელს კომპანიაში რეფორმების დრო დადგა და ფრენკ სეიბერლინგმა იგი დატოვა.

იმ დროისთვის Goodyear-ის ასორტიმენტი საგრძნობლად იყო გაზრდილი – კომპანია რეზინისგან პრაქტიკულად ყველა პროდუქტს ამზადებდა, დაწყებული აირ წინაღებიდან, დამთავრებული საკუთარი აეროსტატით..

30-იან წლებში გერმანულ Zeppelin-თან თანამშრომლობის შედეგად, დირიჟაბლიც კი შეიქმნა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ ეს პროექტი თავისთავად ჩაშალა.

მეორე მსოფლიო ომის დროს Goodyear სხვადასხვა სფეროში ჩაერთო და არამარტო რეზინის პროდუქტით გახდა დაკავებული.

მაგალითად, სწორედ აქ მზადებოდა F4U Corsair თვითმფრინავები.. თუმცა, ომის დასრულების შემდეგ კომპანია ტრადიციულ მიმართულებებს დაუბრუნდა და ასორტიმენტის მუდმივი ზრდის შედეგად, 1951 წლისთვის კომპანიის წმინდა მოგებამ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

იმავე წელს კომპანიის წარმომადგენლები ახალი ბაზრის დაკავებაზე ფიქრობდნენ.. აუცილებელი იყო სფერო, სადაც ისინი აგრესიულად შევიდოდნენ და ასეთი თავისთავად ავტოსპორტი იყო.

Goodyear -ის საბურავები აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც დაიტონზე, ასევე დრეგ-რეისინგზე, მაგრამ ეს რბოლები ძირითადათ ლოკალური სეგმენტისთვის იყო.. აუცილებელია მაშტაბური და აი დგება ფორმულა 1-ის დრო..

საერთაშორისო დონეზე რეზინის მწარმოებელი გიგანტი კომპანია 1964 წელს სხვადასხვა სერიაში ჩაერთო და მათ შორის ფორმულა 1 -შიც, იტალიის გრან პრიზე, როდესაც ბრენდირებული საბურავი ATS არიო არაუჯუ დე კაბრალაზე ეყენა.

ნამდვილი ექსპანსია უკვე 1965 წლიდან შეინიშნება, როდესაც Goodyear -ზე Brabham და Honda გადავიდნენ.

იმავე წელს მექსიკის გრან პრიზე ფინიშის ხაზი პირველმა რიჩი გინტერმა გადაკვეთა, რომელიც სწორედ ჰონდას საჭეს მართავდა.

ეს იყო პირველი გამარჯვება ფორმულა 1-ში, როგორც გინტერისთვის, ასევე ჰონდასთვის და რაც მთავარია Goodyear -ისთვის!

თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ დიდი წარმატება, რომელიც რამდენიმე თვის წინ, როდესაც გუნდმა  North American Racing Team-მა, Ferrari 250 LM-ზე, Goodyear -ის საბურავებით “24 საათი ლე-მანი”  მოიგო!

სხვათაშორის ეს Ferrari-სთვის უკანასკნელი გამარჯვებაა ლე-მანზე.

სწორედ აქედან იწყება Goodyear -ისთვის თავბრუდამხვევი წარმატების ეპოქა!

1966 წელს ამ საბურავებით მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა ჯეკ ბრებემ..

1967 წელს ტიტულს ჰალმი დაეპატრონა, იმავე საბურავებით! ხოლო ეი-ჯეი ფოიტმა ბუნებრივია ჩვენი დღევანდელი “გმირი” ბრენდით მოიგო Indy-500!

1968 წელს Indy-500 ზე კიდევ ერთი წარმატება ბობი ანზერსაც მოუტანა.. 1969 წლიდან – დღევანდელ დღემდე ნასკარზე ყველა ჩემპიონი მხოლოდ და მხოლოდ Goodyear -ის საბურავებით ასპარეზობს.

ფორმულა 1-ში Goodyear -ი პოპულარობას, მალევე რომ მოიხვეჭდა ამაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა.

1968 წელს მასსზე უკვე Mclaren -იც გადავიდა, ხოლო 1971 წელს Tyrrell, შემდეგ Lotus-ი და Ferrari..

საკუთარი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მრბოლელები ჯეკი სტიუარტი და ემერსონ ფიტიპალდი, უმეტესწილად წარმატებას Goodyear -თან ერთად აღწევდნენ.

1971 წელს მათი აღიარება უკვე გაცდა დედამიწას, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან Appolo 14 -ის გემი მთავარეზე იმ როვერმა მიიყვანა, რომელიც აღჭურვილი იყო Goodyear -ის საბურავებით.

1974 წელს, დედამიწაზე გამართული 226 მთავარი რბოლიდან 151-ში გაიმარჯვა გუნდმა, რომელსაც Goodyear -ი ქონდა.

ამასობაში ამერიკული საბურავების ბაზრის შიგნით, სერიოზული კრიზისი მწიფდებოდა.

საქმე იმაშია, რომ ევროპაში უკვე დიდი ხნის წინ მოახდინეს მასშტაბური ტექნოლოგიური ცვლილელაბა, როდესაც ტრადიციული ტიპი, რადიალურ საბურავებზე გაცვალეს.

შტატებში 5 მთავარი კომპანიიდან 4-მა BF Goodrich, Firestone, General და Uniroyal -მა არ ჩათვალეს საჭიროდ რაიმეს შეცვლა, რაც საკმაოდ ძვირად დაუჯდათ.

იგივე ბედი ელოდა Goodyear -საც, რომ არა ჩარლზ პილიოდი, რომელიც კომპანიის სათავეში 1974 წელს მოვიდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ რადიალური ტიპის საბურავია მომავალი..

საქმე იმაში იყო, რომ ასეთი ტიპის ცვლილება დიდ ფინანსურ სახსრებს ნიშნავდა.. საჭირო იყო ადამიანების გადამზადება და ტექნოლოგიურადაც, მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება..

საბოლოო ჯამში Goodyear -ს აღნიშნულ რეორგანიზება 3 მილიარდი დოლარი დაუჯდა და აბსოლუტურად ყველა პილიოდს აკრიტიკებდა..

თუმცა, უკვე 90 -იანებში ისინიც კი ვინც მას ასე ღიად აკრიტიკებდნენ, აღიარეს საკუთარი შეცდომა.. აღიარეს პილიოდას სწორი ხედვა და რომ არა მისი სიჯიუტე, დღეს Goodyear -ი შეიძლება აღარც კი ყოფილიყო..

დღეისათვის საბურავების ინდუსტრიაში, რადიალური ტიპი ფაქტიურად 100%-ს შეადგენს!

ყველაფერთან ერთად, რომ არა ეს გადაწყვეტილება ისინი ავტო სპორტში დიდი ალბათობით მოწინავე პოზიციებსაც დაკარგავდნენ..

80-იანებში Goodyear -ი დომინანტი იყო ფორმულა 1-ში.. ხოლო 90-იანებში ერთადერთი მიმწოდებელი! რეგლამენტი? არაფერ შუაშია! უბრალოდ კონკურენტებმა ეს ბაზარი თავისი ნებით დატოვეს.

საბოლოო ჯამში ამერიკულმა კომპანიამ თავისი ფანტასტიური სვლა ფორმულა 1-ში 1998 წელს სიმბოლურ ციფრზე 368 მოპოვებულ გამარჯვებაზე დაასრულა!

მათ 25 ტიტული მოიპოვეს.. ყველაფერთან ერთად ლე-მანის 14 ტიტულსაც ნუ დავივიწყებთ! ვერცერთი კონკურენტი ვერ ახერხებს ახლოს მაინც მივიდეს ამ ციფრებთან.

როგორც სტატიის დასაწყისში ვთქვით, უკვე 20 წელზე ოდნავ მეტია Goodyear-ი მხოლოდ იმ რბოლებში იღებს მონაწილეობას, რომელიც ნაციონალურ დონეზე იმართება.

თუმცა, 2019-20 წლებში საბურავები WEC -ის ჩემპიონატზე ბრუნდება, ხოლო ამის შემდგომ ლე-მანზე..

ორი აზრი არაა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია დიდი დაბრუნებისკენ, რომელიც ფორმულა 1-ში მოხდება! ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია..

(ნანახია : 19 )
0 0 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x