FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

Formula 1 -ს სამყარო სებასტიან ფეტელის გადაწყვეტილებაზე

სებასტიან ფეტელი

სებასტიან ფეტელის და Ferrari -ს ისტორია ყველასათვის ცნობილია.. თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, თითქოს გერმანელი Formula 1 -ს საერთოდ დაემშვიდობა.. ყოველ შემთხვევაში მისი კომენტარიდან საზოგადოებას ასეთი წარმოდგენა შეექმნა..

Formula 1 -ს სამყაროდან, სხვადასხვა ადამიანებმა მის სიტყვებს შემდეგი შეფასება გაუკეთეს:

მიკა სალო:

“გასული სეზონი ისე წარიმართა, რომ მთელი არსით იგრძნობოდა რაოდენ აღარ სურდა ფეტელს Ferrari -ს რიგებში ასპარეზობა.”

Mercedes -ის ყოფილი ხელმძღვანელი ჰორბერტ ჰაუგი:

“მას ქონდა კითხვები, რომლებიც ასე ჟღერდა: ვიბრძოლებთ თუ არა როგორ ერთიანი მექანიზმი? მივიღებ თუ არა ყურადღების იმ დოზას, რაც მესაჭიროება? აქვს თუ არა ლეკლერს ჩემზე რაიმე სახის უპირატესობა? ვფიქრობ, სებასტიან ნაჩქარევი ნაბიჯი გადადგა..”

ექს მრბოლელი პედრო დელა როსა:

“ის ახლა საუბრობს არა კარიერის გაუმჯობესებაზე, რბოლებზე და პოდიუმზე, არამედ საკუთარი ცხოვრებისთვის უკეთეს არჩევანზე, რომელიც შორს არის სპორტიდან. მისი სიტყვები დამშვიდობებას გავს.”

რალფ შუმახერი

“თუ მრბოლელი არ გრძნობს თავს კომფორტულად და გუნდისგანა საჭირო მხარდაჭერის გარეშეა დარჩენილი, მაშინ ვალდებულია წავიდეს.

არ არის გამორიცხული, რომ სპორტში დარჩეს, თუმცა დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო ალტერნატიულ ვარიანტებზე, რომლებიც მას უკვე ამ წამისთვის აქვს.

მართალია მენეჯერი არ ყავს, მაგრამ არსებულ სიტუაციაში ბევრი ურჩევდა, რომ წასულიყო.”

(ნანახია : 104 )
0 0 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x