Ferrari -ს მრბოლელები ბრალს არ აღიარებენ

სებასტიან ფეტელი
რბოლის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას საკუთარი შეცდომა არცერთმა Ferrari -ს მრბოლელმა არ აღიარა..
იტალიელებისთვის ეს სრული კატასტროფა იყო, რადგან სებასტიან ფეტელი და შარლ ლეკლერი ორივენი პოდიუმიუსთვის იბრძოდნენ..
თუმცა, იმის ნაცვლად რომ ქულები აეღოთ ან მაღალი პოზიცია, ერთმანეთს შეეჯახნენ, რის გამოც ფინიშის ხაზამდე ვერ მიაღწიეს:
შარლ ლეკლერი
“საკმაოდ ზრდასრულები ვართ, რომ ამ ინციდენტს გაგრძელება არ მოყვეს..
ეს უკვე წარსულია და ამაზე ლაპარაკიც არ ღირს..
ჩვენ ისევ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას.. ჯერჯერობიტ სებასტიანთან არ მისაუბრია, თუმცა როგორც უკვე გითხარით ეს ინციდენტი უკვე წარსულია.
ტექნიკური მიზეზი? პირველ მოსახვევში ფეტელს გადავასწარი, შემდგომ კონტრ შეტევაზე წამოსვლა გადაწყვიტა და გარეთა ტრაექტორია შეარჩია.
იქ ცოტა ადგილი იყო დარჩენილი და ამიტომ გაწევა გადავწყვიტე, რითიც მან ისარგებლა..
სწორზე ის უკვე არეალს მიზღუდავდა და ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ უკვე აზრი აღარაფერს ქონდა.
მატია ბინოტოს უკვე ვესაუბრე და ვწუხვარ, რომ ვერცერთმა ჩვენთაგანმა ვერ მოახერხა ფინიშზე მისვლა.”
სებასტიან ფეტელი
“ამბობენ, რომ მარცხნივ გადავიწიე? ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ მარჯვენა უბრალოდ ადგილი აღარ იყო.
სიმართლე გითხრათ, თანაგუნდელზე უკეთესად გამოვედი მეორე მოსახვევიდან და ვცდილობდი მესამის წინ მის გასწრებას.
შარლთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ სამწუხაროა რომ ვერცერთმა ჩვენთაგანმა, რომ ვერ გადაკვეთა ხაზი.”
ძალიან სამწუხარო ფაქტია, და იმაზეც ძალიან ვწუხვარ რომ ასე ერთი შეხედვით განსაჯეს სიტუაცია საზოგადოებამ, როდესაც სულ სხვა რამ მოხდა, სხვადასხვა რაკურსით შერჩეულ კადრებში ნათლად ჩანს, სლიპსტრიმის შემდეგ, ფეტელმა მარჯვენა მხარე აიღო და ლეკლერს ოპტიმალურად მიუახლოვდა და უკვე ასწრებდა, ლეკლერი მარცხნივ გადაიწია რომ თანაგუნდელი გაეშვა? არამგონია მარცხნივ გაწევის შემდეგ ფეტელმა დაიწყო გასწრებდა და როცა ლეკლერმა დაინახა აღარ გაუშვა და მინიმალურად მიუახლოვდა ამრჯვნინ, როცა მარცხნივ ადგილი იყო კიდე 1 ბოლოდი გაივლიდა თან იმხელა, და ძალიან ბევრი ამბობს რომ “ადგილი აღარ იყო სადღა გაწეულიყოო” რა სად გაწეულიყო კარგად უყურეთ გამეორებით, ერთი ბოლიდი გაეტეოდა კიდე, მარა როდესაც ფეტელი ლეკლერის წინ აღმოჩნა, ლეკლერმა ჩაკეტვა დაუწყო… მეტის ხილვა »