FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

Daily Mail:”ჰემილტონმა ანაზღაურების გაზრდა მოითხოვა”

ლუის ჰემილტონი

ბრიტანული მედიის მტკიცებით ლუის ჰემილტონმა მიმდინარე ანაზღაურების გაზრდა მოითხოვა.

მიმდინარე კონტრაქტით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი 45 მილიონს ღებულობს, ხოლო თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, მაშინ ეს ციფრი 50 მილიონამდე გაიზრდება.

Mercedes -თან ხელშეკრულება ძალაში 2020 წლამდე არის.. გერმანულმა გუნდმა არაერთხელ დააფიქსირა სურვილი, რომ მათ ინგლისელის შენარჩუნება სწყურიათ, მაგრამ ეს ყოველივე ოფიციალურ დონეზე არ გაუჟღერებიათ.

პანდემიის შემდეგ გუნდისთვის უმთავრესი იყო ტოტო ვოლფის შენარჩუნება და ეს მისია წარმატებით შესრულდა.

ამის შემდგომ, რიგში ჰემილტონი იდგა, რომელმაც ხელფასის გაზრდა მოითხოვა.. მას სურს ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის სტატუსი მოიპოვოს..

საერთო ჯამში, ნაკლებად მოსალოდნელია მას ვინმემ უარი უთხრას, მითუმეტეს Ferrari სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და თავად ლუისსაც არაერთხელ უთქვამს, რომ Scuderia -ს მიმართ დიდი სიმპატია გააჩნია.

(ნანახია : 64 )
3 1 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x