FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

ფერარის გულშემატკივრის თვალით დანახული ლუის ჰემილტონი

ლუის ჰემილტონი

გუშინ ლუის კარლ დავიდსონ ჰემილტონი მსოფლიო ჩემპიონი ფორმულა ერთში მეექვსედ გახდა ჩემპიონი. პირველად გავიგე მე პირადად რომ ლუის ამხელა სახელი აქვს.

ვიფიქრე შევალ სადმე რამეს ვნახავ გადავთარგმნი ლუისას ჩემპიონობაზე თქო ან თუნდაც რამე ციფრებს მოვიშველიებ ან რამე ვიდეოს დავდებ თქო, მაგრამ რო დავჯექი ლეპტოპთან მივხვდი რო ეგრე არ მინდოდა წერა.

ვაღიარებ, პირველად მოვძებნე ლუისზე ინფო ვიკიპედიაზე თუ სხვადასხვა საიტებზე, უმეტესი ლუისის შესახებ რათქმაუნდა ვიცოდი მაგრამ მაგის მეტი ნამდვილად არ მაინტერესებდა, ბავშობიდან ფერარს ვგულშემატკივრობ.

ვიყავი და ვარ მიხაელ შუმახერის გულშემატკივარი. შუმის შემდეგ არ მყოლია არასოდეს გამორჩეული მრბოლელი. აირტონ სენას ლეგენდას მეც ვეტრფი როგორც ყველა ფორმულას მოყვარული.

ხოდა იმას ვამბობდი რო ეს ფერარის დიდი ხნის გულშემატკივარი ვზივარ და ლუისზე საინტერესო ფაქტებს ვეძებ ინტერნეტში და ვცდილობ ჩემი უბრალო რიგითი გულშემატკივარის აზრი გადმოგცეთ ამ ყველაფერზე
რაც დღეს ფორმულაში ლუისის დომინირობით ხდება.

ჰემილტონი მხოლოდ გერმანელ ლეგენდას ჩამორჩება და ისიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტიტულით.

მან კიდევ ერთი ლეგენდარული ფანხიო მოიტოვა უკან და თავისი სახელი კიდევ ერთხელ გადაწერა ოქროს ასოებით ისტორიაში, ალბათ ბევრი ბოლიდს დაააბრალებს, ბევრი ფერარის სისუსტეს ან უბრალოდ ჯეიმს..

ბევრსაც უბრალოდ ცხოვრების სტილიდან არ მოწონს და ლუისმა რაც არ უნდა გააკეთოს მათ გულებს ვერასოდეს მოიგებს.

ფორმულა 1 ძალიან დინამიური სპორტია და ბევრ რამეს ან არ ვამჩნევთ ან ვერ ვამჩნევთ, მაგრამ მოდი ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, რადგან ახლა მინდა შევეხოთ ადამიანს, რომელიც 1985 წლის 7 იანვარს სტევენეეგში (ინგლისი) დაიბადა.

ის ბევრი მრბოლელისგან განსხვავებით ფუფუნებაში არ გაზრდილა და ყოველი დახარჯული ფუნტი მის კარტინგზე ოჯახს ძვირად უჯდებოდა, რადგან ძალიან ხელმომჭირნეთ ცხოვრობდნენ..

ლუისი კარტინგზე 8 წლის შეიყვანეს და მალევე დაიწყო გამარჯვებები Cadet class championship-ში.

ზუსტად ორი წლის შემდეგ ის მაკლარენის იმ დროიინდელ ბოსთან რონ დენისთან მივიდა ავტოგრაფისთვის და უთხრა:

“გამარჯობა მე ლუის ჰემილტონი ვარ მე მოვიგე ბრიტანეთის ჩემპიონატი და ერთ დღეს მინდა რომ თქვენი მანქანით ვიასპარეზოო.”

რონმა წიგნი გამოართვა და მიუწერა ნომერი, ასევე ტექსტი: ცხრა წლის შემდეგ დამირეკე და მერე გავარკვიოთ ყველაფერიო.

12 წლის ასაკში ლუისის მართვის მანერა იმდენად პროფესიონალური ქონდა, რომ ბუკმეიკერულმა კანტორებმა 40/1 თან მისცეს კოეფიციაენტი რომ ლუისი 23 წლამდე მოიგებდა მსოფლიო ჩემპიონატს ფორმულა 1-ში.

ბრიტანელი ნელ ნელა ზევით და ზევით მიიწევდა და დენის კიდე მოუწია სიტყვის გატეხვა, რადგან ცხრა წელ არ ალოდინა ლუის და ის უკვე 1998 წელს აიყვანა მაკლარენის ახალგაზრდა მრბოლელთა პროგრამაში.

მეორეს მხრივ მან დანაპირები აასრულა რადგან კონტრაქტი, რომელიც ჰამილტონს გაუფორმეს ითვალისწინებდა ადგილს ფორმულა 1 ის ბოლიდზე.

თავისმხრივ ლუისს მოეთხოვებოდა მხოლოდ და მხოლოდ ის რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა, აქსელერატორზე რაც შეიძლება ძლიერად დაედგა ფეხი.

კერძოდ კი ყოფილიყო ყველაზე სწრაფი რომ რაც შეიძლება მალე დაეკავებინა კუთვნილი ადგილი.

ისიც ზუსტად ამას აკეთებდა 2001 წლიდან 2005 წლამდე ლუისი მონაწილეობას იღებს ფორმულა რენოს და ფორმულა სამის ჩემპიონატებში ხოლო 2006 წელს უკვე ფორმულა 2 ში.

2006 წლის ბოლოს კიმი რაიკონენი ტოვებს მაკლარენს და ფერარიში შუმახერს ცვლის, ხოლო პედრო დელა როსას გუნდი უშვებს ცუდი შედეგის გამო.

კიმის შემცვლელად ბრიტანელებმა მსოფლიოს ორ გზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო მიიყვანეს ხოლო დელაროსას ნაცვლად პირველ გუნდში ახალგაზრდა ტალანტი დააწინაურეს.

2007 წელს მაკლარენი ტიტულისთვის ბრძოლას ალონსო-ჰამილტონის დუეტით აპირებდა ბრძოლას.

გახსნით გრან პრიზე ავსტრალიაში ლუისი მესამე პოზიციას იკავებს და ხდება მეცამეტე პილოტი ვინც სადებიუტო რბოლაში პოდიუმის მოპოვება შეძლო.

შემდეგ რბოლაში მალაიზიის გრანპრიზე კი მეორე პოზიციას იკავებს და მხოლოდ თავის თანაგუნდელს ჩამორჩება..

მომდევნო ოთხ გრანპრიზე ლუისი მეორე ადგილს იკავებს და პირველი ხუთი რბოლიდან ხუთივე პოდიუმით აქვს დასრულებული, უკვე დროის საკითხია თუ როდის შეძლებს ლუისი პირველ გამარჯვებას.

და აი ისიც.. კანადის გრანპრი სადაც ლუისმა თავის პირველი გამარჯვება იზეიმა უამრავიდან.

ლუისი მთავარი პრედენტენტი იყო ჩემპიონობაზე ალონსოსთან და კიმისთან ერთად, მაგრამ ყველას გვახსოვს დრამა ინტერლაგოსზე სადაც კიმიმ 1 ქულით მოიგო ჩემპიონობა და ლუისი თავის სადებიუტო სეზონში მეორე ადგილს დასჯერდა.

ხოლო 2008 წელს იგივე დრამა განვითარდა ინტერლაგოსზე ბრაზილიაში და აქ უკვე ლუისმა იზეიმა ჩემპიონობა.

2007 წლიდან დღემდე ლუის ყოველ სეზონში აქვს მინიმუმ 2 გრანპრი მოგებული, იყო დრო როცა ლუისი თავისი ტექნიკის ხარჯზე იგებდა გრანპრის და არა სწრაფი ბოლიდის ხარჯზე.

დინამიურია ფორმულა თქო ზემოთ ვახსენე, როგორც სხვა სპორტი დინამიკაში სხვანაირი ჩანს.

რაში გამოიხატება დინამიკა?

შუმახერი ხან კულჰარდს ეჭიდავებოდა ხან ჰაკინენს ხან კიმის, ზოგჯერ ქულით იგებდა ზოგჯერ 10 ით, მაგრამ იმ დროს შუმის დონეზე იდგა.. კონკრეტული მრბოლელი ან ეგრე ჩანდა დინამიკაში, მაგრამ დაასრულეს კარიერა და ყველა თავის ადგილას დადგა..

ზოგი ზემოთ და ზოგიც უფრო ზემოთ.

ალბათ მიხვდით რასაც ვგულისხმობ. ჰამილტონიც იგივე გზას გადის იგივე გზას გადიოდა პროსტი, სენა, ალბათ ფანხიოც, ალბათ ჩემთვის როგორც ფერარის ქომაგისთვის ძნელია ილაპარაკო ჰამილტონის სიძლიერეზე და ჩემპიონობაზე..

დიახ ფერარის ფანი ვარ მაგრამ ეს ყველაფერი მე არ მაძლევს იმის უფლებას რომ კონკურენტი არ დავაფასო ან მისი სიძლიერე ეჭვის ქვეშ დავაყენო.

ლუისი დღეს უკვე ექვს გზის მსოფლიო ჩემპიონია და ნამდვილად გამორჩეული პილოტია თავისი პილოტაჟის სტილით და ცივსისხლიანობით, ლუისი მაგალითია იმის თუ როგორ შეიძლება მიაღწიოს ერთმა ჩვეულებრივმა ბავშვმა ყველაფერს, იქ სადაც ფულით ყიდულობენ ადგილებს..

ლუის ადგილის კი არა ხანდახან კარტინგზე ახალი საბურავის ფული არ ქონდა და გაცვეთილი საბურავებით იგებდა
კარტინგის ჩემპიონატს.

დღეს რომ ჰეილტონი პატარა იყოს. 1% იც არააა იმის შანსი რომ ბრიტანელი ფორმულაში მოხვდებოდა, რადგან თუ ფული და სპონსორი არ გყავს ვერ გაიტან თავს..

ფორმულის გარეთ ბევრად ძლიერი მრბოლელები რჩებიან ვიდრე არის თუნდაც სტროლი.. ოკონიც ლუისივით არის და მას პირდაპირ შეეხო უფულობა როცა რეისინგ პონტის ადგილი დაკარგა.

შემეძლო სტატიაში ციფრებით მესაუბრა მეთქვა ლუის ამდენი პოული აქვს ამდენი პოდიუმი მაგრამ ეგ მხოლოდ ციფრებია და ციფრების უკან ყოველთვის იმალება სიმართლე.

უბრალოდ მინდოდა ცოტაოდენი რამ მეთქვა ჰემილტონზე ბევრისთვის ნაცნობი ბევრისთვის უცნობი ფაქტებით. ყველას დაენახა ამ წუწუნა ჩემპიონის უკან ის მიზან დასახული ბავში რომელიც დენისთან მივიდა.

არ ვიცი შეძლებს თუ არა ლუისი შუმახერის, რეკორდის მოხსნას გახდება თუ არა ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი მრბოლელი მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ მანდ Hall of fame-ში საკუთარი თავი ოქროს ასოებით ჩაიწერა.

რომ ვთქვა წარმატებებს და კიდევ მსოფლიო ჩემპიონობას ვუსურვებ თქო მოვიტყუები, რადგან უკვე შუმის ეწევა და კიდევ ერთი გამორჩეული მრბოლელი რომელსაც მოვესწარით ინჟინერების დაუდევრობის გამო, იჩაგრება და ძალლიან მინდა თანაბარი ბოლიდებით მათი ორთაბრძოლა ვნახო.

ძააან გამიგრძელდა სიტყვა მეტს აღარ მოგაწყენთ უბრალოდ არ მინდოდა ამ თემაზე სხვისი სიტყვებით მესაუბრა. იმედია შემდეგ წელს ამ დროს უკვე ფერარიზე მერსედესის ფანი დაწერს და მე წავიკითხავ სიამოვნებით.

ავტორი: კობა ჭალისური

 

(ნანახია : 12 )
0 0 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x