FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

სიტუაცია სებასტიან ფეტელის გარშემო

მაქს ფერსტაპენი - სებასტიან ფეტელი

სებასტიან ფეტელთან დაკავშირებით ბევრი მითქმა მოთქმა არის ატეხილი..

რამოდენიმე დღეა მედიაში აქტიურად დადის ხმები, მისი Red Bull -ში დაბრუნებაზე, რაც იდეას მოკლებული ნამდვილად არ არის. 

ფრანც ტოსტის მტკიცებით, გერმანელის Red Bull -ში გადასვლა ერთადერთ ადამიანზე – დიტრიხ მატეშიცზეა დამოკიდებული:

“ფეტელის მუშაობა ახალგაზრდულ გუნდში, როგორც ჩემთვის არის ცნობილი არც კი განიხილება..

საბოლოო ჯამში მე გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, რადგან გადაწყვეტილებას დიტრიხი ღებულობს..”

თავად სება სიხარულით ხვდება ამ ამბავს:

“Red Bull -ს ძალიან კარგად ვიცნობ და ვინარჩუნებ მათ პირველ პირებთან ინტენსიურ ურთიერთობას..

ბოლიდი არის ძალიან ძლიერი, რომელსაც შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა.

თუ მათი მხრიდან იქნება შემოთავაზება, ამ შანს ხელიდან არ გავუშვებ და ჩემთვის სიმართლე გითხრათ, არა აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნება პარტნიორნი.”

მაქს ფერსტაპენიც პოზიტიურად შეხვდა ასეთ შესაძლებლობას:

“ორ ჩემპიონს შეუძლია ერთად მუშაობა. მე და დანიელ რიკარდომ ეს უკვე ყველას ვაჩვენეთ. მერწმუნეთ სებასტიანთან არანაირი პრობლემა არ მექნება.”

(ნანახია : 78 )
5 3 votes
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x