FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

Renault ალონსოს არამარტო მრბოლელის კონტრაქტს თავაზობს

ფერნანდო ალონსო

Renault -ს ხელმძღვანელობამ, ჯერ კიდევ გასულ კვირას დაადასტურა გუნდი რჩება Formula 1 -ის სამყაროში.

სირილ აბიტებულმა იმაზეც კი მიანიშნა, რომ გუნდი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ფერნანდო ალონსოსთან.

თუმცა, კულუარული ხმების თანახმად მისი როლი მხოლოდ მრბოლელის სტატუსით არ შემოიფარგლება.

F1-Insider-ის მტკიცებით, ესპანელს მრბოლელის კონტრაქტს 2021 და 2022 წლებზე შეთვაზებენ, ხოლო 2023 წლისთვის ერთ-ერთი ხელმძღვანელის პოსტს.

ყველაფერთან ერთად, ესპანელის დაბრუნებაზე სერიოზულ ფსონს დებს Formula 1 -ის და Liberty Media -ს ხელმძღვანელობაც.

ფლავიო ბრიატორეს მტკიცებით, ეს კონტრაქტი უკვე გაფორმებულია:

“ფერნანდოს და ფრანგულ გუნდს ბრწყინვალე ურთიერთობა გააჩნიათ.. მათ წარმატებული ისტორია უმაგრებთ ზურგს! ასე რომ ეს კონტრაქტი, ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.”

 

(ნანახია : 90 )
5 2 votes
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x