FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

ჰელმუტ მარკო Ferrari -ს გადაწყვეტილებაზე საუბრობს

ჰელმუტ მარკო - სებასტიან ფეტელი

ავტოსპორტის საკითხში Red Bull -ის კონსულტატმა ჰელმუტ მარკომ Ferrari -ს რიგებში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საზოგადოებას საკუთარი მოსაზრება გაუზიარა:

“პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ კარლოს საინსი ბრწყინვალე მრბოლელია! ჭკვიანი და საკმაოდ სწრაფია..

ჩვენთან უბრალოდ არ გაუმართლა, რადგან მაშინ ესპანელთან ერთად, გუნდში მაქს ფერსტაპენი გვყავდა..

დარწმუნებული ვარ, რომ Ferrari -ს ეს ნაბიჯი სასიკეთოდ წაადგება. თუ კარლოს სურს, რომ გახდეს მრბოლელი რომელიც იმარჯვებს, მაშინ მოუწევს ისეთი ბარიერების გადალახვა, როგორიც მაგალითად შარლ ლეკლერთან ბრძოლაა.

რატომ არ ავიყვანეთ საინსი? იმიტომ რომ მაქსი გვყავდა. ჩვენი პოლიტიკა მარტივია – საუკეთსო მრბოლელი, კარგ მეურვესთან ერთად უნდა ასპარეზობდეს.

სებასტიან ფეტელთან თვეში მინიმუმ ერთხელ აუცილებლად ვკონტაქტობ. გერმანელი საოცრად ნიჭიერი და წარმატებული მრბოლელია. უნდა თუ არა კარიერის გაგრძელება არ ვიცი.. ამ კითხვაზე ზუსტად პასუხს, მხოლოდ თავად ის თუ გაგცემთ.”

(ნანახია : 16 )
0 0 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x