ჯონ ელკანი უკმაყოფილოა გუნდის შედეგით

ჯონ ელკანი
Ferrari -ს გენერალური დირექტორი ჯონ ელკანი ფრიად უკმაყოფილო დარჩა გუნდის ასპარეზობით 2020 წელს.
იტალიურმა გუნდმა კონსტრუქტორთა თასსზე სულ რაღაც მე-6 პოზიცია დაიკავა.. ასეთი ცუდი შედეგი აპენინელებს 1980 წლის შემდეგ აღარ გაუმეორებიათ:
“დიდებული წარსული არ ნიშნავს ბრწყინვალე აწყომოსა და ფანტასტიკურ მომავალს. დროა, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
ბუნებრივია კონსტრუქტორთა თასსზე ნაჩვენები მე-6 პოზიცია ჩვენს ამბიციებს ოდნავადაც არ აკმაყოფილებს. მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, რათა დავიბრუნოთ ის პოზიცია, რომელზეც ვიმსახურებთ ყოფნას.”
ელკანი ცოტახნისწინ გამართულ ტესტებსაც დაესწრო, რომელიც ფიორინოში გაიმართა. სხვათაშორის კარლოს საინსისთვის Ferrari -ს რიგებში ეს პირველი გამოცდილება იყო.
ტესტების შემდეგ ჯონი დეტალურად ესაუბრა როგორც ესპანელს, ასევე შარლ ლეკლერსა და სარბოლო გუნდის ხელმძღვანელ მატია ბინოტოს.