FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

“წითელი ფორმულა ერთი” – By თორნიკე გოგისვანიძე

მიუხედავად იმისა, რომ წითელი ფერი და ფორმულა ერთი მკაცრად არიან გადაჭვულები ერთმანეთთან და ძირითადად ფერარის ასოციაციას ქმნიან, სტატია არ უკავშირდება ამ ლეგენდარულ საჯინიბოს და მოგვითხრობს სხვა მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომელიც გარკვეულწილად საქართველოსაც ეხება.

როგორც მოგეხსენებათ, მიუხედავად მკაცრი იზოლაციური პოლიტიკისა საბჭოთა კავშირი ყოველთვის ცდილობდა არ ჩამორჩენოდა დასავლეთს და თითიქმის ყველა სიახლეს შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობდა.

იქნებოდა ეს: საფეხბურთო ჩემპიონატები, ყინულის ხოკეისთან დაკავშირებული გაჯიბრებები, კოსმოსური ოდისეები თუ სამხედრო ექსპანსიები, საბჭოეთში ყველაფერს ანალოგი მოეძებნებოდა, თავისებურ მანერაში, საბჭოურად.

მე თქვენ გიამბობთ ფორმულა ერთის კლასის საავტომობილო რბოლებზე საბჭოთა კავშირში, ანუ „წითელი ფორმულა ერთზე“.

როგორც მოგეხსენებათ, FIA (Fédération Internationale de l’Automobile) Formula 1-ის კლასში ჩემპიონატებს 1950 წლიდან აწყობს.

ამ პერიოდიდან მოყოლებული ჩემპიონატი უწყვეტად (შესაძლოა გამონაკლისი 2020 წელი გახდეს) იმართება და უამრავი ქვეყნის უამრავ პილოტს უასპარეზია მასში.

უკანასკნელ პერიოდში შეინიშნება იმ ქვეყნებიდანაც ინტერესი, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ბანაკს მიეკუთვნებოდნენ.

მაგალითისთვის რუსი ავტომრბოლელი დანილ კვიატი დღემდე მონაწილეობს ალფა-ტაურის შემადგენლობაში და 2015 წელს სულაც რედ ბულის შემადგენლობაში საპატიო მეშვიდე ადგილი დაიკავა პილოტთა შემაჯამებელ რეიტინგში.

ასევე გულშემატკივრებს გვახსოვს Marussia ანგლო-რუსული პროექტი და რა თქმა უნდა სოჭის სარბოლო ტრასაც.

თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, თითქოს არაფერი ისმოდა, ყველაზე პრეტიჟულ საავტომობილო სპორტთან დაკავშირებით, მაგრამ ასე ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა.

რა თქმა უნდა საყოველთაო მნიშვნელობიდან გამომდინარე საბჭოთა კავშირში Formula 1-ის მიმართ სინამდვილეში განსაკუთრებული ინტერესი არსებობდა. 1956 წელის 15 ოქტომბერს სსრკ-ს ცენტრალური ავტო-მოტო კლუბი FIA-ს ოფიციალური წევრი გახდა.1

1958 წელს საბჭოთა დელეგაცია  ფორმულა ერთის ერთ-ერთ ეტაპს დაესწრო, კერძოდ დიდ ბრიტანეთში, სილვერსტოუნის გრანპრის.2

მიღებული ემოციებითა და ინფორმაციით დატვირთული დელეგაციის წევრები (აღსანიშნავია, რომ მაშინ გამარჯვებული მრბოლელი ფულად პრიზს 750 ფუნტ სტერლინგს იღებდა) აქტიურად შეუდგნენ საბჭოეთში ფორმულა 1-ის მშენებლობას.

ამისთვის თავდაპირველად გახსენეს სარბოლო ტრასები ტუშინოს აეროდრომზე3 და დაიწყეს სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის განვითარება, რათა საერთაშორისო ჩემპიონატებისთვისაც ემასპინძლად.4

ყველასთვის ცნობილი ხრუშოვის დათბობის კვალდაკვალ (Хрущёвская оттепель) საბჭოელებმა დაიყეს საერთაშორისო რეგლამენტების კოპირება და შესაბამისად ღია საბურავების მქონე ავტომობილების წარმოებაც.

მწარმოებლები შეუდგნენ ახალი ავტომობილების დამზადედბას და მალევე შედეგსაც მიაღწიეს. 1960 წელს საბჭოთა კავშირში პირველად გაიმართა ჩემპიონატი ფორმულა 1-ის კლასში.

პირველი ჩემპიონატი სულ ორ ეტაპად ჩატარდა.

სარბოლო ტრასებად ორგანიზატორებმა ნევის წრე5 ლენინგრადსა და  ტალინში Iru-Lükati-Kloostrimetsa6 აარჩიეს.

უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, ორივე შეჯიბრი ძალიან მნიშვნელოვანი ხასიათის იყო და სერიოზული მნიშვნელობას ატარებდა. ეს იყო პირველი ჩემპიონატი და პირველი მცდელობა საბჭოეთში ახალ საფეხურზე ასულიყო საავტომობილო სპორტი.

ლენინგრადის რბოლა ვალერი შახვერდოვმა მოიგო თავისი ხელით კონსტრუირებული ბოლიდით „ГА-22“.

ესტონეთის ტრასაზე კი გამარჯვება ტალინელმა ლუდვიგ კირგემ იზეიმა ავტომობილით „Старый Тоомас“. ჩემოიონატის დასრულები შემდეგ გამოიკვეთა პრობლემები და ის მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა კიდევ იყო საჭირო.

„ГА-22“

ორწლიანი მუშაობის შემდეგ ჩემპიონატი 1963 წელს შეცვლილი რეგლამენტით განახლდა.

ამ შემთხვევაშც ჩემპიოანტი ორ ეტაპად ჩატარდა და გამოიყენეს ორი სარბოლო ტრასა ლიეტუვაში ქალაქ კაუნასთან ახლოს7 ასევე ბელორუსიაში მინსკის მცირე წრე8.

(როგორც, მიღებული ინფორმაციით ჩანს ბალტიისპირეთში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საავტომობილო სპორტს). ორივე რბოლაზე დომინირებდა მოსკვიჩს ტიპის ბოლიდები. «Москвич-Г4» და «Москвич-Г3»

«Москвич-Г3»
«Москвич-Г4»

1964 წლის სეზონისთვის FIA-ს რეგლამენტი კვლავ განახლდა. ჩემპიონატი კვლავ ორ ეტაპად ჩატარდა, თუმცა იყო სიახლეც. 1964 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან ჩამოყვანილმა ბოლიდებმაც.

კონკრეტულად „Melkus-Wartburg“ საჯინიბომ ბრძოლა გამოუცხადა „Москвич“ და პუბლიკას ახალი ბოლიდი  „Melkus-63“ შეთავაზა.

საბოლოოდ გერმანულმა სიახლემ ჩემპიონატის ბედიც გადაწყვიტა და 1964 წლის ჩემპიონატშიც გაიმარჯვა. 1965 წლის ჩემპიოანტში კი კვლავ „Москвич“-მა გაიმარჯვა ამჯერად უკვე „Москвич-Г4А“ ბოლიდით.

1966  წელს FIA-მ რეგლამენტი კვლავ შეცვალა, რასაც მოჰყვა საბჭოთა რეგლამენტის შეცვლა ამიტომ გზა ახალი ავტომობილებისთვისაც გაიხსნა.

მიუხედავად ამისა „Москвич“-ების ჰეგემონია კვლავ ურღვევი იყო. კონკრეტულად მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოირჩეოდა ვლადიმერ ბუბნოვი, რომელიც მუდმივად იმარჯვებდა, თუმცა ასევე წარმატებული გამოდგა „АСК“ ტიპის ბოლიდები, რომელსაც ვლადიმერ გლურჯიძე მართავდა. გლურჯიძე 1966 წლის სეზონის მეორეადგილოსანი გახდა, ხოლო მესამე ადგილით „КВН-3000Г“ ბოლიდით კონსტანტინ კონსტანტინოვი გამოირჩა.

ფოტოზე გამოსახულია ვლადიმერ გლურჯიძე საკუთარი ბოლიდით თბილისში9

1967 წელს საბჭოთა სარბოლო სპორტში ტრაგედია დატრიალდა. ფორმულა ერთის კლასში რბოლას თბილისი მასპინძლობდა.

კონკრეტულად დაგეგმილი იყო თბილისური გრან პრი „ვაკე-საბურთალო“, რომელის წინაც იმართებოდა სხვადასხვა საავტომობილო შეჯიბრებები, მათ შორის სტანდარტული სპორტული ავტომობილებისაც.

9 აპრილს (სიმბოლურია) კრასნოდარელი მრბოლელი ბაიზეტ ბედჟანევი, რომელიც „ვოლგას“ მართავდა, გადავიდა ტრასიდან და ხუთი ადგილობრივი მაყურებლის სიცოცხლე შეიწირა, დაშავდა ექვსი მაყურებელი.

ამ წელს ფორმულა ერთის გუნდებმა თბილისურ გრან პრის და მომდევნო რბოლებს ბოიკოტი გამოუცხადეს და მხოლოდ ერთ რბოლას დასჯერდნენ ლენინგრადში.

მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელ პრესაში ეს ისტორია წარმატებულად მიიჩქმალა, დაინტერესებული პირები შეშფოთდნენ და 1968 წელს ჩემპიონატი საერთოდ აღარ ჩატარებულა.

1969 წელს ფორმულა ერთის რეგლამენტი კვლავ შეიცვალა და საერთაშორისო რეგლამენტისგან განსხავებით საბჭოურში ყველა მოცულობობის ძრავები დაიშვა. გადაწყვეტილება განპირობებული იყო ახალი ავტომობილის „ЗИЛ-112С“-ის გამოჩენით.10

„ЗИЛ-112С“

ამ ცვლილებებმა საშუალება მისცა საბჭოთა ფორმულა ერთს ყოფილიყვნენ უფრო მრავალფეროვანი ავტომობილებით წარმოდგენილნი სარბოლო ტრასებზე. რბოლებში მონაწილეობდნენ „Москвич-Г4М“, „Москвич-Г5“, „Г5“ და სიახლე „Эстония-14“-ის სახით.

ასევე შეიცვალა ქულების მინიჭების სისტემაც. პირველი ექვსი მონაწილე ქულებს შემდეგნაირად ინაწილებდა: 10, 7, 5, 3, 2, 1. ტრასების რაოდენობაც გაიზარდა და ამჯერად ჩემპიონატი ოთხ ეტაპად ჩატარდა:

  • «Боровая» მინსკი

მინსკის სარბოლო ტრასის მოხაზულობა:  

  • « Кольцо скорости» რიგა
  • « Кольцо мастерства» რიგა
  • «Невское кольцо» ლენინგრადი

ლენინგრადის სარბოლო ტრასის მოხაზულობა:   

სეზონის ჩემპიონი გახდა ვადიმ რჟეჩინცკი, რომელმაც ვერც ერთი რბოლა ვერ მოიგო, თუმცა ფინიშის ხაზი ოთხივე ეტაპზე გადაკვეთა და ქულების საკმაირსი რაოდენობა დააგროვა.

მას ჰყავდა ბოლიდი „МосквичГ5“, რომელსაც „Эстония14მადივ ლაივათი საჭესთან მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა.

ლენინგრადის სარბოლო ტრასის მოხაზულობა:   

„Москвич-Г5“

ფორმულა ერთი საბჭოთა კავშირში უფრო და უფრო უარესდებოდა, რადგან შემსუბუქებულმა რეგლამენტმა ფორმულა ერთი გადააქცია უფრო თავისუფალი რბოლების კლასად და მთავარი ნიშა დაუკარგა.

1970 წლის ჩემპიონატი სულაც ფორმულა 3-ის კლასის ავტომობილმა მოიგო. 1971 წელს სარბოლო ტრასებზე უფრო ნაკლები მოსკვიჩი იდგა ვიდრე წინა წლებში.

ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდა და მადის ლაივის გამარჯვებით დასრულდა. 1972 წელსაც ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა.

საბჭოთა კავშირში ბოლო ჩემპიონატი 1977 წელს გაიმართა და მას შემდეგ მან საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა საბჭოთა სივრცეში.

ქართველი მკითხველისთვის საინტერესოდ წარიმართა 1975 წლის ჩემპიონატი, რომელიც ქართველი მრბოლელის გურამ დგებუაძის გამარჯვებით დასრულდა.

მისი ბოლიდი „Эстония-16М-Москвич“ გახლდათ. ერთი წლით ადრე კი მან ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. სეზონების მიხედვით ჩემპიონების ცხრილი ჩემდეგნაირად გამოიყურება:

საბჭოთა კავშირის ჩემპიონები ფორმულა 1-ის კლასში
სეზონი ჩემპიონი ავტომობილი
1960  ვალერი შახვერდოვი ГА-22
1963  იური ჩვიროვი «Москвич-Г4»
1964  გეორგი სურგუჩევი Melkus-Wartburg-63
1965  ვიქტორ შაველევი «Москвич-Г4А»
1966  ვლადიმირ ბუბნევი «Москвич-Г4А»
1967  ევგენი პავლოვი АСК
1969  ვადიმ რჟეჩინცკი «Москвич-Г5»
1970  იური ანდრეევი De-Sanctis Ford
1971  მადის ლაივი «Эстония-14-Волга»
1972  იური ტერენცკი «Москвич-Г5М»
1973  ნიკოლაი კაზაკოვი «Москвич-Г5М»
1974  ჰენრი საარამი «Эстония-17-Волга»
1975  გურამ დგებუაძე «Эстония-16М-Москвич»
1976  ვლადიმირ გრეკოვი «Эстония-18-ВАЗ»

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირი მსოფლიო ტენდენციებს მხოლოდ რამდენიმე წლით ჩამორჩნენ, თუმცა როგორც დაავადებულ სისტემას შეეფერება კარგი დასაწყისს უნიათო გარგრძელება მოჰყვა, რამაც საბოლოოდ 1976 წელს წერტილი დაუსვა კიდეც ამ სპორტის საბჭოურ ისტორიას.

რომ არა მრავალწლიანი პაუზა არავინ იცის ჩართულობის რა ხარისხი ექნებოდათ ქართველებს, ბალტიისპირელებს, უკრაინელებს და სხვა საბჭოთა კავშირის ბანაკის ქვეყნებს.

 

სპეციალურად Formulaone.Ge -სთვის

ავტორი: თორნიკე გოგისვანიძე

 

გამოყენებული მასალები:

  1. Шугуров, Л.; Макеев, В.«Королевская формула» в стране советов // Формула-1. — 2004. — № 5 (май). — С. 84-89. — ISSN 1560-3571
  2. Афанасьев, Л.Что я видел в Сильверстоне // За рулём. — 1958. — № 7 (июль). — С. 18-19.
  3. http://rhhcc.ru/track/6
  4. Афанасьев, Л.Что я видел в Сильверстоне // За рулём. — 1958. — № 7 (июль). — С. 18-19.
  5. https://ru.wikipedia.org/wiki/Невское_кольцо
  6. http://www.ussr-autosport.ru/tracks/pirita.html
  7. http://www.ussr-autosport.ru/tracks/nemuno_ziedas.html
  8. http://www.ussr-autosport.ru/tracks/borovaya.html
  9. https://www.picuki.com/tag/formulaestonia
  10. Шугуров, Л.«Формулизм» номер один // Автомотоспорт. — 1993. — № 8 (август). — С. 18-22. — ISSN 0868-5193.
  11. https://ru.wikipedia.org/wiki/Формула-1_в_СССР
(ნანახია : 660 )
0 0 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x