FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

ფორმულა 1 კურს ეკოლოგიური ნეიტრალურობისკენ იღებს

Williams

დღეს, ფორმულა 1-ის ოფიციალურ ვებგვერდზე საინტერესო ინფორმაცია გამოქვეყნდა.

ფორმულა 1-ს კურსი აქვს აღებული ეკოლოგიური ნეიტრალურობისკენ, რომლის მიზნად მიღწევა 2030 წელს აქვს დასახული. 

აღნიშნული პროექტის შესაქმნელად მხარეებს 12 თვე დაჭირდათ და მასში ჩართულები იყვნენ FIA, ფორმულა 1-ის გუნდები, ეკოლოგები, პარტნიორები, პრომოუტერები და კიდევ რამდენიმე სფეროს სპეციალისტები, რომლებიც კმაყოფილები დარჩნენ გაწეული შრომით.

ფორმულა 1 არის საავტომობოლო ინდუსტრიის პოლიგონი, სადაც ახალი ტექნოლოგიების შექმნა და მათი რეალურ პირობებში ინტეგრირება ხორციელდება.

დღეისათვის ავტომობილების მომავალი ჰიბრიდულ ძრავებშია!

მსოფლიოში უკვე უამრავი ავტომობილია, რომელიც ზემოთხსენებულ ძრავს გამოიყენებს.. ხოლო ფორმულა 1-ის ბოლიდებში აღნიშნული ტექნოლოგია, საწვავის ტიპის ძრავთან ერთად ყველაზე დახვეწილია!

გამონაბოლქვის შემცირება და გარემოს დაბინძურებისკენ აღებული კურსი, აღნიშნული პროექტის ფარგლებში არის ამბიციური, თუმცა მიღწევადი, როგორც ამაში ეს ადამიანები გვარწმუნებენ.

ჩეიზ კერი გახლავთ ფორმულა 1-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც ჟურნალისტებთან ამ პროექტზე ისაუბრა:

70 წლიანი ისტორიის მანძილზე, ჩვენ არაერთი რევოლუციური იდეა ვაქციეთ რეალობად, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრიაში სერიოზული პროგრესი მოახდინა.. ტექნოლოგია და იდეები, რომლებიც ჩვენი მხრიდან ეტაპობრივად ამცირებდა გარემოს დაბინძურებას.

ღრმად გვწამს, რომ შეგვიძლია აღებული კურსის შენარჩუნება.. ენერგეტიკის სფეროში მყოფი სპეციალისტების და ავტო-ინჟინრების დახმარებით, დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ შევქმნით მსოფლიოში პირველ ჰიბრიდულ ძრავს, რომელიც მავნე გამონაბოლქვისგან სრულად ნეიტრალური იქნება.

ვიწყებთ რა ამ კუთხით ყველაზე მასშტაბურ სტრატეგიულ პროგრამას ეკოლოგიური თემის გათვალისწინებით, აუცილებელია მასში სარბოლო სამყაროში თითოეული ინდუსტრიის მაქსიმალური ჩართულობა. 

დღევანდელი დღიდან ინტენსიურ მუშაობას ვიწყებთ, რომელიც 2030 წლისთვის მკვეთრად შეამცირებს ძრავის შედეგად გარემოს დაბინძურების დონეს.”

ჟან ტოდი FIA-ს პრეზიდენტი

“ჩვენ მივესალმებით ფორმულა 1-ის ინიციატივას, რადგან გარემოს სისუფთავე ყოველთვის იყო მთავარი პრიორიტეტი.

დარწმუნებული ვარ აღნიშნული პროექტი, ავტო ინდუსტრიას და საერთოდ სარბოლო სფეროს ახალ საფეხურზე აიყვანს.

მერწმუნეთ, როდესაც ახალ რეგლამენტზე ვმუშაობდით 2021 წლისთვის, სწორედ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობდით.

გუნდებთან, მრბოლელებთან, მრავალ ათასიან აქციონერებთან და მილიონობით გულშემატკივართან ერთად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მიზანს მივაღწევთ!

ჩვენ განვაგრძობთ და დავრჩებით ავტო სამყაროში ლაბორატორიად, რომელიც ორიენტირებული იქნება ინოვაციებისკენ ეკოლოგიური სისუფთავის შესანარჩუნებლად.”

 

(ნანახია : 4 )
0 0 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x