ფერნანდო ალონსომ შესაძლოა ჩემპიონატის სტარტი გამოტოვოს

ფერნანდო ალონსო
დაიწყებს თუ არა სარბოლო სეზონს ფერნანდო ალონსო სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
საქმე იმაშია, რომ ესპანელ მრბოლელს ველოსიპედით სეირნობის დროს ავტომობილი დაეჯახა, რის გამოც მომენტალურად საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
ალონსო შვეიცარიაში ლუგანოსთან ახლოს სეირნობდა, როდესაც ინციდენტი მოხდა. ადგილობრივების დახმარებით, ის მალევე მოათავსეს სამედიცინო დაწესებულებაში.
პირველადი მონაცემებით ფერნანდო რამდენიმე მოტეხილობა აღენიშნება, რის გამოც შესაძლოა ჩემპიონტის სტარტის გამოტოვება მოუწიოს.
Alpine -ს გუნდმა აღნიშნული ცნობა ოფიციალურად დაადასტურა. დღეს გაიმართება განმეორებითი დეტალური შემოწმება, რის შემდეგაც უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.