FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

ტრევორ კარლინი:”ცუდია თუ საინს სათანადოდ არ აფასებთ”

კარლოს საინსი

ტრევორ კარლინი კარლოს საინსთან 8 წლის წინ მუშაობდა, როდესაც ესპანელი ჯერ კიდევ Formula 3 -ში გამოდიოდა:

“თუ Ferrari -ში თვლიან, რომ კარგი მეორე მრბოლელი იპოვეს, მაშინ იტალიელები მას ჯეროვნად ვერ აფასებენ. 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მასთან დაკავშირებით შეცდომაში არ შევლენ. მესმის, რომ ახლა ბევრს საუბრობენ თითქოს Red Bull -ს, Mercedes და Ferrari -ს უკვე ყავს პირველი ნომერი, თუმცა პირადად მე არ მიმაჩნია, რომ კარლოსი ამ როლს შეეფერება.

ვთვლი, რომ თუ სკუდერიას მრბოლელებს იდენტური კომფორტი და ყურადღება ექნებათ, თუ მათ ერთი სიმძლავრის ბოლიდები ეყოლებათ, მაშინ ესპანელი რეალურად გაუწევს შარლ ლეკლერს კონკურენციას..

მერწმუნეთ საინსი არ შეეგუება მეორე ნომრობას.. მას აქვს აბსოლუტურად სწორი ამბიცია, თუ მის შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ და იგი ამის დამტკიცებას ტრასაზე მოახერხებს.

პირიქით, მიმაჩნია რომ ეს შარლისთვის იქნება ზეწოლა.. როდესაც ესპანელი მაქსიმალურად შეეგუება გუნდს, სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, რომელიც ტიფოზერიას გაახარებს.

სხვათაშორის როდესაც იგი ჩვენთან ასპარეზობდა, დავაკვირდით რომ სველ ასფალტზე განსაკუთრებულად კარგად გამოიყურებოდა. საოცრებებს ჩადიოდა!

ვთვლი, რომ ყველაფერთან ერტად მისგან კარგი რალის მრბოლელი დადგებოდა.”

(ნანახია : 26 )
0 0 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x