FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

ტოტო ვოლფი ლუის ჰემილტონის კონტრაქტზე

ტოტო ვოლფი - ლოურენს სტროლი

ტოტო ვოლფმა ლუის ჰემილტონთან 1 წლით გახანგრძლივებული კონტრაქტის თაობაზე ისაუბრა:

“2022 წელს რეგლამენტი მნიშვნელოვნად იცვლება და აქედან გამომდინარე, უმჯობესია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. 

ჯერ კიდევ ბაჰრეინში გვსურდა ჰემილტონთან საუბარი, მაგრამ მაშინ მრბოლელი თავს კარგად არ გრძნობდა და ამ კონსულტაციის გადადება გადავწყვიტეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახდა კონტრაქტის რაც შეიძლება მოკლე პერიოდში გაგრძელება, რადგან 2021 წლის სეზონის ცვლილებები 2022 წლამდე გადავადდა. 

სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ ახლა ხელის მოწერა ხელშეკრულებაზე, რომელიც გულისხმობს 2021 წლის სეზონს, ხოლო 2022 წლის საკითხს ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდებით და დეტალურად გავივლით.

აქ ჩვენ გაცილებით დიდი გეგმები გვაქვს გასავლელი.. არამარტო 2022 წლის თემა. შესაბამისად, უმჯობესია მოვითმინოთ ვიდრე ვიდეო ზარებით ვისაუბროთ.

იყო თუ არა სიმართლე თითქოს ლუისი კონტრაქტში კონკრეტული პუნქტის შეტანას ითხოვდა, რომლის თანახმადაც მაქს ფერსტაპენს Mercedes -ში ვერ მოვიწვევდით? წარმოდგენა არ მაქვს საიდან მოიტანეთ. ასეთი საუბარი ნამდვილად არ ყოფილა! რვა წლის განმავლობაში ჰემილტონს მსგავსი არაფერი განუცხადებია, არათუ ფერსტაპენის, არამედ რომელიმე მრბოლელის მისამართით.”

(ნანახია : 46 )
5 2 votes
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x