FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

ტოტო ვოლფი:”კონტრაქტის გაფორმება ფეტელთან?”

ტოტო ვოლფი

ბევრი ურჩევდა ტოტო ვოლფს და ზოგადად Mercedes სებასტიან ფეტელის გაფორმებას..

მედიაში ხმებიც კი დაიძრა, თითქოს ტოტო სებს დაუკავშირდა, თუმცა თავად ავსტრიელმა მენეჯერმა ეს ყოველივე უარყო:

“ახლა დღის წესრიგში ერთადერთი კითხვა დგას..

რა უნდა ვქნათ ჯორჯ რასელთან მიმართებაში, რომელიც ჩინებული მრბოლელია..

თუმცა, ფაქტია დღევანდელი შემადგენლობის მიმართ ლოალურები ვართ.. მართალია მათ კონტრაქტი მომავალ სეზონში ეწურებათ, თუმცა ეს საერთო ჯამში არავისთვის არაფერს ცვლის.

ჯერჯერობით მიმდინარე გათამაშება არ დაწყებულა და აქედან გამომდინარე, არ გვსურს ასეთ დროს კონტრაქტის დეტალებზე გაუთავებელი საუბარი. 

სებასტიანს ძალიან კარგად ვიცნობ.. ეს არის პირდაპირი ადამიანი, რომელსაც იდენტური ფასეულობები აქვს, როგორიც თავად გამაჩნია..

შესაძლოა გერმანული თვალსაზრისით, ეს მართლაც მიზანშეწონილი ნაბიჯი ყოფილიყო, მაგრამ აქ პირველ რიგში საქმეს სხვაგვარად უნდა შევხედოთ .. გუნდი როგორც უკვე აღვვნიშნე, პირველ ადგილზეა.

არც მის პროდუქტიულობაზე ღირს საუბარი.. მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონია, რითაც ყველაფერი ნათელია.”

(ნანახია : 139 )
0 0 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x