FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

რატომ არ არის BMW F1-ში..

თორნიკე გოგისვანიძე

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ფორმულა ერთი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სპორტის სახეობაა.

უსწრაფესი ძრავების შექმნა, სუპერმსუბუქი- სუპერმდგრადი მასალების გამოყენება და აეროდინამიკის კანონებზე მაღლა დადგომა თითოეულ გუნდს საკმაოდ ძვირი უჯდება.

გარდა იმისა, რომ ინჟინრები ცალკეული ბოლიდს ტექნიკურად უმაღლეს დონეზე მართავენ და კონკურენტუნარიან მოწყობილობად აქცევენ, მნიშვნელოვანია ამ ბოლიდებზე ისხდნენ პროფესიონალი პილოტები..

საჯინიბოს ჰყავდეს გამოცდილი კონსტრუქტორები და სეზონში ლოგისტიკური საქმიანობებიც მათემატიკური სიზუსტით იყოს ორგანზიებული.

თუ რომელიმე მათგანი, ზემოთჩამოთვლილი კომპონენტებიდან, გუნდში დაბალ დონეზეა და ვერ პასუხობს F1-ის სტანდარტებს, საჯინიბოს წარუმატებლობა თითქმის გარანტირებულია.

იმისთვის რათა ამ ყველაფერში დავრწმუნდეთ მხოლოდ იმის ჩვენებაც საკმარისია თუ რამდენს ხარჯავენ ფორმულა ერთის გუნდები სეზონში, რათა ყველა ან ცალკეულ კომპონენტში არ ჩამოუვარდნენ ერთმანეთს. გთავაზობთ 2018 წლის დანახარჯებს, რომლებიც გუნდებმა ჯამურად გასწიეს:

1. Ferrari (2st) $410 მილიონი

2. Mercedes (1st) $400 მილიონი

3. Red Bull (3st) $310 მილიონი

4. McLaren (6th) $220 მილონი

5. Renault (4th) $190 მილიონი

6. Williams (10th) $150 მილიონი

7. Toro Rosso (9th) – $150 მილონი

8. Alfa Romeo Racing (ex-Sauber) (8th) $135 მილიონი

9. Haas (5th) $130 მილონი

10. Racing Point (ex-Force India) (7th) $120 მილიონი

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შესავალი ფორმულა ერთთან დაკავშირებულ ყველა სტატიას მოუხდებოდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საკითხის გააზრებისთვის თუ რატომ აღარ მონაწილეობს BMW ამ ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო ფორუმში, მაშინ როდესაც მაგალითად მერსედესი უკვე წლებია ლიდერის პოზიციებს არ თმობს.

სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემთ ან შევეცდებით რომ პასუხი გავცეთ, BMW-ს (როგორც ფორმულა ერთში მონაწილის) მცირე ისტორიული ექსკურსი ურიგო არ იქნებოდა.

პირველად ეს გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია ფორმულა ერთში 1982 წელს გამოჩნდა, როგორც იმჟამინდელი საჯინიბოს Branham-ისთვის ძრავების მიმწოდებელი, 1983 წელს კი ნელსონ პიკე სულაც BMW-ს ძრავთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

კომპანიამ ჩემპიონატი 1987 წელს დატოვა და 2000 წელს, როგორც Williams-ისთვის ძრავების მიმწოდებელი ჩემპიონატში ისე დაბრუნდა. შედეგი გასაოცარი იყო მათ ათჯერ მოახერხეს გამარჯვება და მოიპოვეს 17 პოული (პირველი ადგილი კვალიფიკაციის შედეგების მიხედვით).

2005 წელს BMW-მ გამოისყიდა Sauber და მის ბაზაზე შექმნა გუნდი BMW Sauber, რომელმაც მოიგო კიდეც კანადის გრან-პრი რობერტ კუბიცასთან ერთად 2008 წელს.

სხვადასხვა დროს BMW-ს ძრავებს ბევრი პილოტი თუ საჯინიბო იყენებდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი შეხებები ამ საავტომობილო კომპანიის და ფორმულა ერთში უკვე გამოვყავით. აღსანიშნავია ისიც, რომ BMW Sauber-ის რიგებში ასპარეზობდა ახალგაზრდა სებასტიან ფეტელი.

უნდა ვაღიაროთ ის, რომ ძრავების წარმოება და საკუთარი საჯინიბოს ყოლა ორი სხვადასხვა ცნებაა.

დღესდღეისობით ჰონდა რამდენიმე საჯინიბოს ამარაგებს ძრავებით, თუმცა დამოუკიდებლად F1-ში საჯინიბოს არ ფლობს.

რისკი, რომელიც თავის დროზე BMW-მ გასწია დასაფასაბელია, თუმცა ბიზნესის თვალსაზრისით წარუმატებელი გამოდგა.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ისტორიითა და შედეგებით ბევრი ავტომწარმებელი ვერ დაიკვეხნის, 2009 წელს მოხდა ის, რამაც BMW-ს მენეჯმენტს გადააწყვეტინა გული დეწყვიტა ქომაგებისთვის და წასულიყო F1-დან.

2009 წელს, დილით, მიუნხენში პრესს-კონფერენცია გაიმართა, რომელზეც ოფიციალურად BMW-ს მესვეურებმა განაცხადეს, რომ ბავარიული გრანდი ფორმულა ერთს ტოვებდა.

ამ პრესკონფერენციაზე, ნორბერტ რაიტჰოფერმა, ბავარიული ავტომწარმოებლის წარმომადგენელმა რბილად რომ ვთქვათ ჯოხის გადატეხვა საჯინიბოზე გადაწყვიტა.

გადაწყვეტილება ბრენდის რეორგანიზაციასთან ერთად გუნდის არასახარბიელო შედეგებს დაუკავშირა, რაზეც მარიო ტაისენმა, რომელიც 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა BMW-ს სპორტულ განყოფილებას ეს მოსაზრება თითქმის არ გაიზიარა და 2009 წლის შედეგები უბრალოდ წარუმატებლობებს დაუკავშირა.

მის კომენტარში იგრძნობოდა, რომ მას მომავლის იმედი ჰქონდა და ბოლომდე არ იზიარებდა რაიტჰოფერის გადაწყვეტილებას, თუმცა, როგორც იტყვიან თავს ზემოთ ძალა არ არის და კორპორატიულ გადაწყვეტილებას ის წინ ვერ აღუდგა.

ასე იყო თუ ისე BMW-მ დატოვა Formula 1 და ათი წელი გავიდა რაც ჰორიზონტზეც არ გამოჩენილა.

რა მოხდა ამ წლებში ისეთი, რამაც BMW-ს ეს გადაწყვეტილება მიაღებინა? თქვენ ყურადღებას გავამახვილებ შემდეგ ცხრილზე:

რომლის მიხედვითაც ნათელია, რომ – 2008-2009 წლები მიუნხენური ბრენდისთვის ამერიკის ბაზარზე კატასტროფული გამოდგა.

შენიშნავდით, რომ თითქმის არ იცვლება მერსედესის გაყიდვების მაჩვენებელი, როდესაც BMW ფაქტობრივად იმის ნახევარ პროდუქტს ყიდის, რამდენსაც წინა წლებში ყიდდა.

იგივე მაჩვენებლები გვაქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც (ამერიკის ჩათვლით):

აქედან გამომდინარე ნათელია, რომ თუ ვინმეს „დაარტყა“ ეკონომიკურმა კრიზისმა ეს სწორედ BMW გამოდგა.

გარდა ამისა ცხადია, რომ მათი გადაწყვეტილება 2009 წელს ნაკარნახევი იყო სწორედ ფინანსური კრისზისით, რადგან იმ პერიოდში გუნდის შენახვა მიუნხენელებს მცირე თანხები არ უჯდებოდათ.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ BMW-ს გასვლა F1-და მოულოდნელობა არ იყო, მომავალში BMW-ს კვალს მიჰყვა იაპონური ავტომწარმოებელი TOYOTA-ც, რომელმაც ასევე 2009 წელს დატოვა უპრესტიჟულესი საავტომობილო ფორუმი.

რა თქმა უნდა ყველაფერი ფინანსებმა განაპირობეს, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე მეტად მნიშვნელოვანი გახდა.

მეორეს მხრივ, უნდა შევაქოთ ბავარიული ორგანიზაციის მენეჯმენტის გადაწყვეტილებაც, რადგან ადეკვატური ნაბიჯების დამსახურებაა ის, რომ რამდენიმე წელში BMW-მ აღიდგინა გაყიდვების მაჩვენებელი და კვლავ გაზარდა პოპულარულობა მსოფლიოს ბაზარზე.

 

მასალა მოამზადა თორნიკე გოგისვანიძემ

(ნანახია : 37 )
0 0 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x