FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

რალფ შუმახერი:”ჰემილტონს შეუძლია ჩემის ძმის შედეგის გაუმჯობესება”

რალფ შუმახერი

მიხაელ შუმახერის ძმის რალფ შუმახერის მოსაზრებით, ლუის ჰემილტონს ყველა წინაპირობა აქვს შექმნილი, რომ Ferrari-ს ექს მრბოლელის რეკორდი გააუმჯობესოს:

“ორივე მათგანმა სხვადასხვა ეპოქაში, შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს!

ამიტომაც მიმაჩნია, რომ ახლა ბრიტანელს შეუძლია ჩემის ძმის შედეგის არამარტო გამეორება, არამედ გაუმჯობესებაც.

მე ისღა დამრჩენია, მას ეს მთელი გულით ვუსურვო.

ფაქტია, დღეისათვის ლუისის ხელთ საუკეთესო ბოლიდი და გუნდია..

Mercedes-ის მუშაობა აღფრთოვანებას იწვევს.. ისინი ისეთ დეტალიზებას ახდენენ თითოეული ნიუანსის მიმართ, რომ უბრალოდ დაუჯერებელია..

გუნდი ფანტასტიურად მუშაობს ანალიტიკასთან, რომლის დახმარებითაც რბოლებზე სწორ კონფიგურაციას ახორციელებენ და წარმატებას აღწევენ.

ასეთი კომფორტული გარემოს პირობებში, როდესაც შენ იცი რომ გარანტირებულად პირველი ნომერი ხარ, ბუნებრივია მთელ კონცენტრირებას ტრასაზე ახდენ.

ტოტო ვოლფი აპლოდისმენტებს იმსახურებს, რადგან მან ფანტასტიური გუნდი შეკრიბა.”

(ნანახია : 4 )
0 0 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x