FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

პრობლემები სილვერსტოუნთან დაკავშირებით?

FIA

პანდემიიდან გამომდინარე, ბევრი თვლიდა რომ სილვერსტოუნი ამ ყველაფრის კარგი გამოსავალი იქნებოდა.

ლოჯისტიკური თვალსაზრისით, ტრასის სიახლოვეს ხომ 7 გუნდის ბაზაა განლაგებული, ხოლო თანამშრომლების უმეტესობა ბრიტანელია..

დარჩენილი რჩებოდა ვითარების გარკვევა Ferrari -სთან, Haas -თან, Alpha Tauri -სთან და Pirelli -სთან..

თუმცა, თავად ღონისძიების ჩატარებაზე ნებართვა, ადგილობრივმა სახელისუფლებო ორგანოებმა უნდა გასცენ, რომელიც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ხშირად იცვლება.

ბრიტანელებმა 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი დააწესეს, რომლის გავლა ყველა იმ ადამიანს მოუწევს, რომელიც მათ ქვეყანას ესტუმრება.

თავდაპირველად Formula 1 -სთის ხელისუფლებამ გამონაკლისი დაუშვა, თუმცა დღეს მთელი რიგი საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, რომ გადაწყვეტილება შეცვლილია და ხელისუფლება თავდაპირველ გადაწყვეტილებას ინარჩუნებს.

ისინი არ აპირებენ გამონაკლისის დაშვებას და თითოეულს მოუწევს სავალდებულო პერიოდის გავლა.

დიდი ალბათობით მხარეებს შორის უახლოეს პერიოდში, განმეორებითი მოლაპარაკებები გაიმართება, რომელმაც გარკვეული სურათი დროულად უნდა შექმნას.

იმ შემთხვევაში თუ თუ კონსულტაცია საჭირო შედეგს არ გამოიღებს, იმავე რიცხვებში ჩანიშნული არის ჰოკენჰაიმის გრან-პრი, როგორც ალტერნატიული ვარიანტი.. 

(ნანახია : 41 )
0 0 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x