FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

ოფიციალურად:”ცნობილია 8 გრან-პრის თარიღი და ლოკაცია”

ლუის ჰემილტონი

დღეს, Formula 1-ს ოფიციალურ გვერდზე 2020 წლის სეზონის კალენდარი გამოქვეყნდა.

მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, ორგანიზატორებს რბოლების გადადება მოუწიათ.

ახლა კი როგორც ჩანს, ყველა მხარემ საჭირო შეთანხმებას მიაღწია და ჩვენს წინაშე განახლებული კალენდარია.

მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპაში რვა რბოლით დაიწყება. პირველი ეტაპი ავსტრიაში 5 ივლის გაიმართება.

ამ ეტაპზე ცნობილი თარიღები იმ რბოლების რომლებიც ივლისში და აგვისტოში გაიმართება. 

პირველად ისტორიაში ერთი ტრასა ორ რბოლას უმასპინძლებს.. ორგანიზატორებმა მათ სხვადასხვა სახელწოდებები მოუფიქრეს..

5 ივლისს გაიმართება Rolex -ის ავსტრიული გრან-პრი, ხოლო 12 ივლისს დაგეგმილს Pirelli შტირის გრან-პრი დაერქვა. შტირი ავსტრიის რეგიონია, სადაც ავტოდრომი მდებარეობს.

ანალოგიური სცენარი არის სილვერსტოუნის შემთხვევაში. პირველი ეტაპი 2 აგვისტოს გაიმართება და მისი სახელწოდება იქნება Pirelli გრან-პრი დიდი ბრიტანეთი. მეორე 9 აგვისტოს შედგება და მისი ოფიციალური სახელწოდება არის “Emirates გრან-პრი Formula 1 -ს 70 წლიანი იუბილეს საპატივცემლოდ”.

საგულისხმოა, რომ თითოეული გრან-პრი ცარიელი ტრიბუნების ქვეშ გაიმართება.

ამ ეტაპზე Formula 1-ს მიერ გამოქვეყნებული, მხოლოდ 8 ევროპული გრან-პრი არის, თუმცა მას კიდევ  7 ან 10 დაემატება. სეზონის დასრულება დეკემბერში არის მოსალოდნელი.

იმ შემთხვევაში თუ Liberty Media მოახერხებს ამ იდეის რეალიზებას, მაშინ გამოდის, რომ 2020 წლის სეზონი შედგენილი იქნება 15-18 გრან-პრიდან.

ჯერჯერობით უცნობია, სეზონის მეორე ნახევარს რომელი ტრასები უმასპინძლებს.

გთავაზობთ ამ დროისთვის არსებულ კალენდარს:

Race Venue Date
Formula 1 Rolex Grosser Preis von Osterreich The Red Bull Ring, Austria July 3-5
Formula 1 Pirelli Grosser Preis der Steiermark The Red Bull Ring, Austria July 10-12
Formula 1 Aramco Magyar Nagydij The Hungaroring, Hungary July 17-19
Formula 1 Pirelli British Grand Prix Silverstone, UK July 31 – August 2
Emirates Formula 1 70th Anniversary Grand Prix Silverstone, UK August 7-9
Formula 1 Aramco Gran Premio de Espana Circuit de Barcelona-Catalunya, Spain August 14-16
Formula 1 Rolex Belgian Grand Prix Spa-Francorchamps, Belgium August 28-30
Formula 1 Gran Premio Heineken d’Italia Monza, Italy September 4-6
(ნანახია : 113 )
5 1 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x