FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

მიკა სალო:”რიკარდო რისკზე წავიდა”

დანიელ რიკარდო

Formula 1 -ს ყოფილი მრბოლელი მიკა სალო დანიელ რიკარდოს McLaren -ში გადასვლას აფასებს:

“ჩემი პირადი მოსაზრებით ავსტრალიელისთვის ეს ნაბიჯი საკმაოდ სარისკოა..

თუმცა, თავად გუნდი გამოცდილ მრბოლელს იმატებს, რომელიც მათ Renault -ს და Red Bull –ის ინფომარციებს გაუზიარებს.

ფაქტია, რომ McLaren -ი ახლა პროგრესირების გზას ადგას.. პრობლემები, რომელიც მათ წლების მანძილზე ქონდათ, როგორც ჩანს წარსულს ჩაბარდა.

შესანიშნავი შესაძლებლობა გაუჩნდათ, პოზიციები მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ.. თან არ დაგვავიწყდეს, რომ შემდეგ სეზონში ძრავს Mercedes -ი მიაწვდის, რაც წარმატებული შედეგის გარანტს იძლევა.

თავად მრბოლელებსაც დიდი ალბათობით ფანტასტიური ურთიერთობა ექნებათ.. რიკარდოს არ გაუჭირდება ლანდო ნორისთან საერთო ენის გამონახვა..

როდესაც მრბოლელების შორის კარგი ურთიერთობა სუფევს, მაშინ გუნდს პროგრესი აღარ უჭირს.

Renault და ესტებან ოკონი? რთულ მდგომარეობაში არიან.. ახლა ფრანგებმა ოკონისთვის შესაფერისი და რაც მთავარია გამოცდილი მრბოლელი უნდა მონახონ..

ფერნანდო ალონსოს დაბრუნება? Formula 1-ში ამაზე უფრო დიდი სენსაციებიც მომხდარა.. 

მესმის, რომ გაუჭირდებათ, მაგრამ სხვა კუთხით რომ შევხედოთ და კონკრეტულად PR -ს თვალსაზრისით, მაშინ მედიის მხრიდან ინტერესს დაიმსახურებენ, რისი წარმატებით გამოყენება შეიძლება.”

 

(ნანახია : 59 )
0 0 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x