FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

მატია ბინოტო მიკ შუმახერზე და მის Haas -ში ასპარეზობაზე

მიკ შუმახერი

Ferrari -ს სარბოლო გუნდის ხელმძღვანელი მატია ბინოტო მიკ შუმახერზე საუბრობს, რომელიც მოახლოებულ სეზონს Haas -ის რიგებში გაატარებს:

“გერმანელი სეზონს Haas -ის რიგებში გაატრებს, რაც ჩვენს პარტნიორობას ამ გუნდთთან მიმართებაში ხაზს მეტად გაუსვავს.

რატომ არ მოვიწვიეთ Ferrari -ში? რთულია ფორმულა 2-დან ადგე და მომენტალურად გაუძღვე უმაღლეს ლიგაში მსგავს ბოლიდზე. 

აუცილებელია საჭირო გამოცდილების დაგროვება. ბევრი გამოცდილი მრბოლელი ვერ უძლებს მსგავს პასუხისმგებლობას. ასე რომ აჩქარება არ ღირს. მთავარია, რომ ჩვენ მისი გვწამს და პოტენციალი ნათელია.

ყველაფერთან ერთად Haas -ში მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ და ჩვენ მათი იმედი ნამდვილად გვაქვს! პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით, განვითარებისთვის  აქ ყველა წინაპირობა არის შექმნილი.”

(ნანახია : 30 )
5 2 votes
Article Rating
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x