FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

მარტინ ბრანდლი:”ჰემილტონი Ferrari -ისთვის მობერებული იყო”

ლუის ჰემილტონი

Formula 1 -ს ყოფილი მრბოლელი მარტინ ბრანდლი, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი ბრიტანული არხის ტელე-წამყვანია, ლუის ჰემილტონთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს:

“ბუნებრივია სასიამოვნო იქნებოდა ლუისის Ferrari -ს ბოლიდზე ხილვა, თუმცა ვთვლი რომ მისთვის ეს ვარიანტი შესაფერისი არ არის.

ჰემილტონი უკვე 35 წლის არის და Scuderia -მ ფსონი ახალგაზრდებზე გააკეთა. თან რთულად წარმომიდგენია, რამდენად არიან იტალიელები მზად ლეკლერი-ჰემილტონის დუეტისთვის.

არაერთი ინტერვიუს დროს აქვს მრბოლელს ნათქვამი, რომ Mercedes -ის რიგებში თავს კომფორტულად გრძნობს. 

ეს გუნდი მყარად ინარჩუნებს პირველ პოზიციას და ბუნებრივია ჰემილტონი ამ პროექტის მთავარი მოქმედი პირია. 

აბსოლუტურად ობიექტურია მოსაზრება, რომ წლევანდელ შემცირებულ ფორმატში, იგი გამარჯვების უმთავრესი პრეტენდენტია.”

(ნანახია : 44 )
0 0 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x