FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

ლანდო ნორისი:”რიკიარდოსგან შეცდომის დაშვებას ველოდი”

ოსტინში McLaren-ის საუკეთესო მრბოლელი ლანდო ნორისი გახდა, რომელმაც რბოლა მერვე პოზიციაზე დაიწყო და საბოლოოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა:

მშვენიერი რბოლა გამოდგა! სტარტი წარმატებული იყო და პირველი მოსახვევის შემდეგ მეხუთე ადგილზე გავედი.

როგორც ჩანს სტარტი ჩვენია, რადგან რაც დრო გადიოდა სიტუაცია უფრო რთულდებოდა..

განსაკუთრებულ პრობლემებს პირველი მონაკვეთის შემდეგ განვიცდიდი, როდესაც რბილი საბურავები მწყობრიდან გამოდიოდა.

საგულისხმოა, რომ დანიელ რიკიარდოს იდენტური ხასიათის ხარვეზი უფრო ადრე შეექმნა და აქედან გამომდინარე გამასწრო.

ხისტი საბურავებით დავეწია და ველოდი, როდის დაუშვებდა შეცდომას.. თუმცა, ავსტრალიელმა კარგი პილოტაჟი აჩვენა და უშანსოდ დამტოვა.

ამის შემდგომ ორი პიტსტოპის სტრატეგიაზე გადავედით და საშუალო საბურავები დავაყენეთ.

გეგმამ გაამართლა და ბოლო წრემ მხიარულად ჩაიარა, რომლის განმავლობაში რამოდენიმე გასწრება განვახორციელე.

ძალიან დიდი მადლობა გუნდს, რომელმაც ინტენსიურ პერიოდში სრული კონცენტრირება გამოავლინა”.

(ნანახია : 15 )
0 0 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
1 Comment
ძველი
ახალი most voted
Inline Feedbacks
View all comments
გიორგი მათურელი
ადმინი
10 თვეები პერიოდი

მომწონს ეს ბიჭი 🙂

FormulaOne.ge  gameshop

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x