FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

კრისტიან ალბერსი:”ჰემილტონის სიტუაცია არცთუ ისე მარტივად გამოიყურება”

ლუის ჰემილტონი

კრისტიან ალბერსის თქმით ის ფაქტი, რომ ლუის ჰემილტონთან Mercedes -მა ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა, გასაკვირი არაფერია:

“საქმე იმაშია, რომ ლუისი ბოლომდე ცდილობდა რაც შეიძლება დიდი თანხის მიღებას. ტოტო ვოლფი გერმანულ გუნდში კარგად მოგეხსენებათ, რომ თავადაც ფლობს უკვე დიდ წილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბრიტანელის ანაზღაურებაში თანხას საკუთარი ჯიბიდანაც იღებს.

ამ ერთი წლის მანძილზე მხარეები დააკვირდებიან სიტუაციის განვითარებას. არაა გამორიცხული ლუისმა სპონსორიც კი მოძებნოს ასეთ მძიმე პერიოდში და ამის შემდგომ, Mercedes -ი გადაიხდის მოთხოვნილ თანხას იმის გამო, რომ გუნდს “ძვირფასი” სპონსორი ეყოლება. 

აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ თუ ვითარება ამგვარი სურათით არ განვითარდება, მაშინ ჰემილტონი სხვა გუნდებისკენ დაიწყებს ყურებას და შეფასებას, შეძლებს თუ არა რომელიმე მათგანი მისთვის სასურველი თანხის გადახდას. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ინგლისელი Mercedes აუცილებლად დატოვებს.”

(ნანახია : 42 )
5 1 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x