FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

კლერ უილიამსი Williams -თან დაკავშირებულ სიტუაციაზე

Williams

Williams -ის გაყიდვის თაობაზე ცნობები უკვე დიდი ხანია ვრცელდება და ეს კლერ უილიამსმაც დაადასტურა.

“პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ გუნდი დარჩება Formula 1-ში და გვსურს სახელწოდებაში Williams -ის შენარჩუნება.

რაიმე კონკრეტული ფაქტორი რის გამოც გაყიდვა გადავწყვიტეთ არ არსებობს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვსურდა, რომ კონკურენტუნარიანები ვყოფილიყავით და შესაბამისი ფინანსური ინვესტიცია მოგვეძია.

მერწმუნეთ, ეს ნაბიჯი სწორედ ამ მიმართულებით არის გადადგმული.”

მას შემდეგ რაც გუნდი ტიტულოვანმა სპონსორმა დატოვა, სეზონის წინ Williams ფერის შეცვლაც მოუწევს..

“ბოლიდის ფერები კიდევ ერთი რამ არის, რისი გადაწყვეტაც სეზონის წინ მოგვიწევს. 

Formula 1 -ს პირველი გრან-პრის ჩატარების თარიღად 5 ივლისია მონიშნული და აქედან გამომდინარე, შეთანხმებამდე მალე უნდა მივიდეთ.”

კულუარული ცნობებით, გუნდი ძირძველ ლურჯ-თეთრ ფერებში იასპარეზებს.

(ნანახია : 81 )
5 1 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x