ზაკ ბრაუნი:”ნორისი დღევანდელ სპორტში განსაკუთრებული პიროვნებაა”

ლანდო ნორისი
McLaren -ის გენერალური დირექტორის ზაკ ბრაუნის თქმით ლანდო ნორისი ზუსტად ის მრბოლელი და პიროვნებაა, რომელიც მის გუნდს ესაჭიროება.
ფაქტია, რომ ისინი ახლა აღმასვლას განიცდიან. Renault -ს ძრავების დახმარებით გუნდმა პოდიუმზე ასვლაც მოახერხა და ამ წარმატებაში, თავისი წვლილი ახალგაზრდა მრბოლელმაც შეიტანა:
“ფანტასტიური მომენტია, როცა შენთან არის სპორტსმენი რომელიც სოციალური კუთხით ასეთ დაინტერესებას იწვევს.
საქმეს ყოველთვის დიდი სერიოზულობით ეკიდება, რაც ასე დასაფასებელია ჩვენს დროს. პირდაპირ ვიტყვი, რომ სპორტში მსგავსი ადამიანი არის დიდი მიღწევა!
პირადად ვიცნობ და ვიცი როგორი მოკრძალებულია.. თუმცა, სოციალურ ქსელში ეს ასე არ ჩანს, მაგრამ მე ხომ ვიცი ლანდო როგორიც არის.”