FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

ეკლსტოუნი:”გერმანელები ფიქრობენ ასეთ ვარიანტზე”

ლუის ჰემილტონი - სებასტიან ფეტელი

ბერნი ეკლსტოუნი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც განაცხადა, რომ Mercedes -ისთვის სებასტიან ფეტელის გაფორმება, სწორი და პროდუქტიული ნაბიჯი იქნებოდა..

საკუთარ სიტყვებს Formula 1-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა არც დღევანდელ ინტერვიუში უღალატა:

“საქმე მარტო იმაში არ მდგომარეობს, რომ სები და ლუის ჰემილტონი ეგოისტები არიან.. ეს შემადგენელია იმ გრანდიოზულის რასაც ვპროგნოზირებ..

აბსოლუტურად მწამს, რომ მათი დუეტი საოცარი მოვლენა გახდება! გერმანელისთვის საინტერესოა ინგლისელთან ძალების მოსინჯვა და თან ასეთ თანაბარ პირობებში, რისი შანსიც გერმანულ გუნდში ექნება. 

ჩვენ ორივეს კარგად ვიცნობთ.. ისინი ერთმანეთს ჩინებულად უგებენ და მათ შორის დიდი პატივისცემა სუფევს.. ასე რომ, Mercedes -ი დარწმუნებული ვარ ბევრს ფიქრობს ამ ვარიანტზე, მიუხედავად ტოტო ვოლფის განცხადებისა..”

ეკლსტოუნის სიტყვებში არის მცირეოდენი სიმართლე, რადგან ბოლო პერიოდში ვალტერი ბოტასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები სუფევს.

Renault -ს მალე ვაკანტური ადგილი ექნება და კულუარული ცნობებით, ფრანგებმა უკვე დაიწყეს კონსულტაცია ბოტასის წარმომადგენლებთან..

არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტიც, რომ ბოლო ხანებში ფინელი ხშირად ღებულობდა მონაწილეობას რალის ტესტებში.. ასე რომ არაა გამორიცხული ვალტერი საერთოდ სხვა ტიპის რბოლებში ვიხილოთ..

(ნანახია : 65 )
0 0 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x