FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

ედი ჯორდანი სებასტიან ფეტელზე:”სიტუაცია დეიმონ ჰილის პერიოდს მახსენებს”

სებასტიან ფეტელი

ედი ჯორდანის თქმით, სებასტიან ფეტელმა Aston Martin -ში გადასვლა Mercedes -ის გამო გადაწყვიტა:

“გერმანული გიგანტი, ხომ უშუალო მონაწილეობას ღებულობს Aston Martin -ის საქმეებში და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც სებმა კარიერის გაგრძელება სწორედ მათთან გადაწყვიტა.

მახსოვს როდესაც წლების წინ ჩემს გუნდში დეიმონ ჰილი გადმოვიდა, ბევრი ამბობდა რომ იგი სათანადოდ სწრაფი მრბოლელი არ ყოფილა.

თუმცა, საქმე გვქონდა უაღრესად გამოცდილ ადამიანთან, რომელსაც დიდი ნიჭის გარდა, ქონდა განსაკუთრებული უნარი ინფორმაციის სწორად გადმოცემის. სწორედ მისი დახმარებით განვითარდა ბოლიდი, რომელმაც წარმატებას მიაღწია!

თავადაც ხვდებით, რომ ფეტელის სიტუაცია ამ ყველაფრის გამეორებაა. Ferrari შეიძლება დაემშვიდობა, მაგრამ 4 გზის მსოფლიო ჩემპიონობას ვერავინ დაივიწყებს. ფეტელი ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია გუნდისთვის ბევრი რამის შეთავაზება.”

 

(ნანახია : 69 )
5 2 votes
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x