FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

დეიმონ ჰილი შექმნილ ვითარებაზე საუბრობს

Monaco

COVID-19-მა ყველა ჩვენთაგანის გეგმები არია.. რომ არა პანდემია ახლა Formula 1 -ს გრან-პრისთვის მოვემზადებოდით, რომელსაც მონაკო უმასპინძლებდა..

ეს განსაკუთრებული ტრასაა, თავისი ლეგენდარული ისტორიით და ყველა წვრილმანით..

პარალელურად Formula 1 -ს ხელმძღვანელობა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაქსიმუმს იღებს რომ რბოლები რაც შეიძლება მალე დაიწყოს..

სიტუაციის გათვალისწინებით, ერთმა ტრასამ შესაძლოა ერთბაშად ორი რბოლა მიიღოს.. აქედან გამომდინარე, კალენდარი მჭიდრო და ინტენსიური იქნება.

დეიმონ ჰილს მიაჩნია, რომ შეკვეცილი ჩემპიონატი, ბევრისთვის არასრულყოფილად ჩაითვლება:

“ყველაზე მეტად იმ ფაქტის გამო ვღელავ, რომ ჩემპიონატმა შესაძლოა უწინდებური ხიბლი დაკარგოს..

თუ საჭირო რაოდენობის რბოლები არ გაიმართება, ხალხი იტყვის რომ ასეთი ჩემპიონი არავის აინტერესებს..

აქედან გამომდინარე, ყველა მონაწილე და ორგანიზატორი ვალდებულია, რომ მაქსიმუმი გაიღოს, რათა მიმდინარე სეზონში დაუვიწყარი კადრები გვქონდეს.

ჩემი პროგნოზით რვა რბოლა გაიმართება ევროპაში და ოთხიც ფარგლებს გარეთ.. ეს კი დღევანდელ მდგომარეობაში ნამდვილად მისასალმებელია.

საერთოდაც, ყოველთვის მსიამოვნებდა ის ფაქტი, რომ Formula 1 -ს შეეძლო სიურპრიზებს მოწყობა და მოულოდნელი ეფექტის შექმნა.

სამწუხაროა, რომ ამ შემცირებულ სეზონში უმეტესობა რბოლები გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის, არადა მათი ატმოსფერო საოცარ ეფექტს იძლევა.

ნაიჯელ მენსელი ყოველთვის ამბობდა, რომ გულშემატკივრების დახმარებით ახერხებდა თითოეული წრის ერთი წამით გაუმჯობესებას.

შესაძლოა მის სიტყვებში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ქომაგების ატმოსფერო უდაოდ მნიშვნელოვანია.. ის თავად ამ ღონისძიებას ხდის დაუვიწყარს.

მათ გარეშე, ცარიელი ტრიბუნების ქვეშ მრბოლელებს კონცენტრირების მოხდენა გაუჭირდებათ.

თუმცა, აუდიტორიას იმდენად მოენატრა რბოლები, რომ შესაძლოა ტელე-ეკრანებთან ნამდვილი რეკორდი ვიხილოთ.”

(ნანახია : 25 )
5 1 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x