FormulaOne.Ge ფორმულა 1-ის ქართული ფან კლუბი

ბერნი ეკლსტოუნი:”Mercedes გაიფორმე ფეტელი”

Mercedes

Formula 1-ს ყოფილი ხელმძღვანელი ბერნი ეკლსტოუნი Mercedes სებასტიან ფეტელთან კონტრაქტის გაფორმებას ურჩევს:

“ვფიქრობ, მათ ეს შანსი უნდა გამოიყენონ და მაქსიმალურად შეისწავლონ გერმანიის გმირთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობა.

აბსოლუტურად მწამს, რომ ეს დადებითი იმპულსი იქნება და თითოეულ თანამშრომელს განსაკუთრებულ ემოციას აჩუქებს.

100%-იანი სიზუსტით შემიძლია დავამატო, რომ ამ ნაბიჯს დიდი მარკეტინგული იმპულსიც ექნება.”

როდესაც 2010 წელს Mercedes რბოლებში დაბრუნდა, მის შემადგენლობაში ნიკო როსბერგი და მიხაელ შუმახერი ასპარეზობდნენ.

მოგვიანებით ლეგენდარული გერმანელი ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა ჩაანაცვლა, ხოლო როსბერგი ფინელმა ვალტერი ბოტასმა.

ამასთანავე არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ Mercedes -ის ბაზა სადაც ძრავას აწარმოებს დიდ ბრიტანეთში მდებარეობს და აქ უმეტესწილად ადგილობრივები მუშაობენ..

შესაბამისად, ნათელია რომ მათთვის ჰემილტონის გუნდში ყოფნა უფრო დიდი მოტივატორია.

(ნანახია : 71 )
0 0 vote
Article Rating
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments

FormulaOne.ge  gameshop

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x